ისტორიასაინტერესო

მატა ჰარის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

აღნიშნული ქალბატონის შესახებ სავარაუდოდ უამრავ ჩვენთაგანს სმენია. მან დიდება და სახელი სიცოცხლეშივე მოიპოვა. მატა ჰარი ეს გახლდათ არც თუ ისე კარგი მოცეკვავე ქალბატონი, თუმცა თავისი დროის ერთ–ერთი საუკეთესო ჯაშუში გასაოცარი სამსახიობო შესაძლებლობებით. მიუხედავად გარეგნული მხარის არც თუ დასაკვეხნი მონაცემებისა ეს ქალი  მამაკაცების ნამდვილი გულთამპყრობელი გახლდათ.

ჯაშუშის ნამდვილი სახელი და გვარი – მარგარეტ გერტრუდა ზელე. 17 წლის ასაკში გოგონა მიხვდა, რომ ყოველდღიური მოსაწყენი ცხოვრება მას არ მოსწონდა. იგი სიმდიდრისკენ მიისწრაფვოდა. ერთ დღეს მან სახლის დატოვება  და მიზნების ასრულებისაკენ ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა.

მარგარეტი მალევე პოულობს მასზე ოცი წლით უფროს შეძლებულ მეუღლეს. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მათი ქორწინება გაყრით დასრულდა.

ოჯახური რუტინისგან გაქცევის შემდეგ მარგარეტი პარიზში გადადის საცხოვრებლად. გარკვეული პერიოდის მანძილზე იგი, მუშაობდა როგორც ნატურა. თუმცა მხატვრები მისი სხეულის აგებულებით მთლად კმაყოფილები არ რჩებოდნენ, ამიტომაც იძულებული გახდა ახალი სამუშაო მოეძებნა.

მალე მარგარეტი მიხვდა, რომ ინდური ცეკვები იზიდავს. მან ლეგეგენდაც კი გამოიგონა საკუთარი წარმოშობის შესახებ, თითქოსდა მას ინდური ფესვები ჰქონდა. მისმა საცეკვაო ნომრებმა მალე დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია.

საზოგადოებას იგი გაეცნო, როგორც მატა ჰარი. დიდების პიკზე მყოფ ქალბატონს ათობით მდიდარი საყვარელი ჰყავდა, რაც პირადი სიმდიდრის გარანტიაც გახლდათ. რაც შეეხება მის საცეკვაო კარიერას, მატა ჰარის უამრავი ევროპული თეატრიდან ჰქონდა მოწვევები.

ერთ–ერთ გერმანელ პოლიციელთან კავშირის შემდგომ, მოცეკვავე გერმანული დაზვერვის „ვერბოვკის“ ობიექტი გახდა. მიუხედავად ამისა ამ დრომდე უცნობია თუ რა როლს ასრულებდა მატა ჰარი გერმანიისათვის.

გარკვეული პერიოდის შემდგომ მატას საფრანგეთში იწვევენ ჯაჯუშად სამუშაოდ. იგი გადაწყვეტს გახდეს ორმაგი აგენტი. თუმცა ყველა საიდუმლოს ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება. მატა ჰარის არც ეს ნაბიჯი გამხდარა გამონაკლისი.

1917 წლის 13 თებერვალს საფრანგეთის სასტუმრო „ელიზე პალასში“ ქალბატონი დააპატიმრეს. იგი ბრალდებულ იქნა ჯაშუშობაში. მატა ჰარი ყველაფერს უარყოფდა, საკუთარი რომანების გარდა: „შესაძლოა მე მეძავი ვიყავი, მაგრამ მოღალატე არასოდეს“. სასამართლო პროცესის დროს მას თანაუგრძნობდდნენ ყოფილი საყვარლები, ხოლო მისი ადვოკატი და ამავდროულად საყვარელი მოსამართლის წინაშე მუხლებზეც კი დადგა,თუმცა საშველი არსაიდან აღარ ჩანდა. 1917 წლის 15 ოქტომბერს სიკვდილით დასჯის განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. მატა ჰარიმ წესისამებრ სიკვდილის წინ თვალების ახვევაზე უარი განაცხადა. იგი სიცოცხლის უკანასნკენ წამამდე პირდაპირ უყურებდა მისკენ მიშვერილ 12 შაშხანას.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button