ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance ლისტინგში დაამატებს Tesla-ს ტოკენიზებულ აქციებს

Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა ნულოვანი საკომისიოს მქონე ტოკენიზებული აქციების ლისტინგის შესახებ, რისი მიზანიც არის ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაფართოება.

პირველ რიგში ბირჟა დაამატებს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს (ტიკერი: TSLA) აქციებს. მომხმარებლები შეძლებენ ტოკენების შეძენა/გაყიდვას, რომლებიც კომპანიის რეალური ქაღალდების ნაწილზე ანიჭებს მათ უფლებას.

გარიგების მინიმალური მოცულობა იქნება ტოკენის მეასედი, რომელიც წარმოადგენს Tesla-ს აქციების იმავე წილს.

”ტრადიციული და კრიპტოვალუტების ბაზრების დასაკავშირებლად ჩვენ ვაშენებთ კიდევ ერთ ტექნოლოგიურ ხიდს უფრო მეტად ინკლუზიური ფინანსური მომავლისკენ”, – განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ.

Binance-მა პირობა დადო, რომ გააფართოვებს ვაჭრობაში არსებული ტოკენიზებული აქციების ჩამონათვალს მოთხოვნის შესაბამისად. ტრეიდერებმა უნდა გაიარონ KYC-პროცედურა, რადგანაც ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის ჩინეთის, თურქეთის, აშშ-ისა და კიდევ რამდენიმე იურისდიქციის რეზიდენტებისთვის.

ბირჟამ ახალი პროდუქტი აამოქმედა საინვესტიციო კომპანია CM-Equity AG-სა და შვეიცარიულ პლატფორმა Digital Assets AG-თან ერთად.

მიმდინარე წლის მარტში Binanceმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა კერძო კაპიტალის ბაზრების პლატფორმა CapBridge Financial-თან, რომელიც რეგულირდება სინგაპურის ფულად-საკრედიტო სამმართველოს მიერ.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button