პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შრომა მეცნიერებასთან მჭიდროდ დაკავშირებული

გზას უკაფავს
ჩვენს ქვეყანას
ოცი წელი
დიდებული
შრომა,
მეცნიერებასთან
მჭიდროდ
დაკავშირებული.

მოიფინა
ახალ სხივით
ჯურღმულები,
ხაროები,
და აღმოსკდა
დიდი ცოდნის
ულეველი
წყაროები.

დანატრული
ათასობით
მან მწყურვალე
დაიწაფა –
მხარე წიგნთან
კავშირშია,
გამახვილდა,
დაიძაბა.

სიამაყე
აღუვსებს გულს,
სწავლა-ცოდნის
კორიფეებს,
სხვებთან ერთად
რომ მჭედელი
გასაოცარს
აღწევს დღეებს.

გზას უკაფავს
ჩვენს ქვეყანას
ოცი წელი
დიდებული
შრომა,
მეცნიერებასთან
მჭიდროდ
დაკავშირებული.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button