Hi-Techახალი ამბებირობოტებიტექნოლოგია

წარმოდგენილია რობოტი პარაშუტის გარეშე უსაფრთხო დესანტირების უნარით

ბერკლის უნივერსიტეტის ინჟინრებმა, კომპანია Squishy Robotics-ისა და NASA-ს მწარმოებლებმა დაიწყეს „მოქნილ-მყარი“ რობოტის საველე გამოცდები. თავდაპირველად მსგავსი რობოტებით დაინტერესებულნი იყვნენ სააგენტოს ინჟინრები კოსმოსური სივრცის გამოკვლევებისათვის, კერძოდ კი სატურნის ერთ-ერთი თანამგზავრის, ტიტანის შესასწავლად. თუმცა ამ რობოტიზებული მოწყობილობის გამოყენება დედამიწაზეც შესაძლებელია. მაგალითად, სტიქიური უბედურების ზონაში ან ტექნოლოგიური კატასტროფების დროს. რობოტები მაშველების მისვლამდე შეაფასებენ შექმნილი საფრთხის დონეს, რაც შეამცირებს რისკებს სამძებრო-სამაშველო მისიების მსვლელობისას.

საველე ტესტირების ფარგლებში მეცნიერებმა დაიწყეს ჰიუსტონის (ლოს-ანჯელესი) სამაშველო ჯგუფებთან თანამშრომლობა. როგორც გამოცდის შედეგად გახდა ცნობილი, ბურთისმაგავრი რობოტი, რომელიც გარშემორტყმულია რამოდენიმე მილით, 183 მეტრის სიმაღლიდან გადმოგდების შემდეგაც კი ქმედითუნარიანი რჩება.

ხსენებულ რობოტში რეალიზებული კონსტრუქციის სახელწოდებაა „tensegrity“, რაც შედგენელია ტერმინებიდან – tensional და integrity. იგი მდგრადია და არ განიცის მექანიკურ დეფორმაციას დაცემის ან დარტყმის დროს, გარდა ამისა, რობოტს შეუძლია ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდეს.

პროექტის ერთ-ერთი წევრის განცხადების თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში დაიღუპა ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ დაახლოებით 400 თანამშრომელი, რომლებიც ხშირად პირველები ხვდებოდნენ უბედურების ზონაში. მათ რომ ემოქმედათ რობოტებთან ერთად სამაშველო მისიებისას, მათგან უამრავი პირის დაღუპვის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button