განხილვამუსიკა

33ა – უსახელოური

worldbeat, rock

ძალიან ცდება ის, ვინც ნიაზ დიასამიძეს და 33ა-ს დღემდე 15 წლის წინანდელ სამოყვარულოდ შესრულებულ reggae-ს და „მგზავრების“ მშობელ მუსიკას უკავშირებს. დროთა განმავლობაში ნიაზმა და კომპანიამ შეისისხლხორცა იმ მსოფლიო მუსიკის (world music) გავლენები და ფასეულობები, ვისთანაც ჯგუფს მჭიდრო პერსონალური კონტაქტი ჰქონდა. ეს უკვე იგრძნობოდა წინა ალბომ „საფერავში“, მაგრამ მას მუსიკალური კომპონენტების დაბალანსება აკლდა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ასეთი მრავალგავლენიანი მუსიკის წერისას. „უსახელოური“ ერთი შეხედვით წინა ალბომზე მარტივია, მაგრამ აქ სჩანს ამ ალბომის მთავარი ძალა. ეს სიმარტივე გამოწვეულია ჟღერადობის და ისტრუმენტული არანჟირებების უკიდურესი დახვეწილობით – ზედაპირული მოსმენით ეს მუსიკა აღიქმება, როგორც ძალიან სასიამოვნო მუსიკა; ჩაკირკიტებისას კი, ძალიან ბევრი ლამაზი მუსიკალური ნიუანსი სჩანს. გირჩევთ, ყურადღება მიაქციეთ ამ ჩანაწერს – ის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა 2013-ის ალბომებიდან.

მოსასმენი ბმული: http://www.youtube.com/playlist?list=PLPPAWYpnHpdcfQINa8wMI6Toz7fVdn8Se

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button