ბრაუზერ Brave-ში დაემატება Binance Smart Chain ეკოსისტემის მხარდაჭერა
კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ბრაუზერი Brave გეგმავს განახორციელოს კრიპტო საფულის ინტეგრირებას Binance Smart Chain (BSC) მხარდაჭერით.
Brave-ის native ტოკენი, სახელწოდებით Basic Attention Token (BAT) ამჟამად ხელმისაწვდომია BSC-ზე Wrapped BAT (WBAT) ფორმით.
BAT-ის მფლობელებს შეეძლებათ ურთიერთქმედება PancakeSwap, BakerySwap, Beefy Finance, Venus, DODO, OpenOcean, Autofarm და სხვა DeFi პროექტებთან, რომლებიც დაფუძნებულია Binance Smart Chain-ის ბაზაზე.
Brave-მა ასევე აღნიშნა, რომ მიაღწია თვეში 25 მილიონ და ყოველდღიურად 9 მილიონ აქტიურ მომხმარებელს, ასევე 13 მილიონზე მეტ BAT-საფულეს.
ადრე კომპანიამ დაიწყო საკუთარი დეცეტრალიზებული კრიპტო ბირჟისა და დესკტოპ და მობილური საძიებო სისტემების შემუშავება.
იანვარში კრიპტობრაუზერის დეველოპერებმა მოახდინეს IPFS (პლანეტათშორისი ფაილური სისტემა) პროტოკოლის ინტეგრირება. თებერვალში Brave-ის მარკეტფლეისი შეივსო NFT-ით.