ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიგამოკითხვა

გამოკითხვა: Goldman Sachs-ის მომხმარებელთა 22% მიმდინარე წელს Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარზე მეტ ზრდას ელოდება

შშ-ის მსხვილმა საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-მა გამოკითხა მომხმარებლები კრიპტოვალუტების შესახებ. გამოკითხულთა 76% დარწმუნებულია, რომ წლის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი 40 000 აშშ დოლარზე მაღლა დარჩება.

გამოკითხვის თანახმად Goldman Sachs-ის მომხმარებელთა 40% ფლობს ციფრულ აქტივებს. მათი 60%-ზე მეტი ელოდება კრიპტოვალუტის ზრდას მომდევნო 12-24 თვის განმავლობაში.

გამოკითხულთა 54% პროგნოზირებს, რომ უახლოეს წელში Bitcoin-ის ფასის დიაპაზონი იქნება 40-დან 100 ათასამდე აშშ დოლარი. კიდევ 22% დარწმუნებულია, რომ ციფრული ოქროს ფასი მომდევნო 12 თვის განმავლობაში 100 ათას აშშ დოლარზე მეტად გაიზრდება.

რესპონდენტთა 39% არ არის მზად საკუთარი საინვესტიციო პორტფელის ნაწილად პირველი კრიპტოვალუტა შეიტანოს. ბანკის მომხმარებელთა 15% გეგმავს კუთვნილი აქტივების 10%-ზე მეტი Bitcoin-ში ჩადოს.

ციფრული ოქროთი დაინტერესებულია გამოკითხულთა 42%, Ethereum-ით – 29%, Stablecoin-ებით – 13%. 

image.png

წყარო: Goldman Sachs. 

კვლევა ჩატარდა Goldman Sachs-ის 280 მომხმარებელთან, მათ შორის ჰეჯ-ფონდების მმართველებსა და კორპორაციულ და სადაზღვევო მომხმარებლებთან. 

მარტის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ ბანკი განაახლებს კრიპტოვალუტებით ოპერაციებს და განიხილავს საკუთარი გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) შექმნის პერსპექტივას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button