გამოკითხვა: Goldman Sachs-ის მომხმარებელთა 22% მიმდინარე წელს Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარზე მეტ ზრდას ელოდება
შშ-ის მსხვილმა საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-მა გამოკითხა მომხმარებლები კრიპტოვალუტების შესახებ. გამოკითხულთა 76% დარწმუნებულია, რომ წლის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი 40 000 აშშ დოლარზე მაღლა დარჩება.
გამოკითხვის თანახმად Goldman Sachs-ის მომხმარებელთა 40% ფლობს ციფრულ აქტივებს. მათი 60%-ზე მეტი ელოდება კრიპტოვალუტის ზრდას მომდევნო 12-24 თვის განმავლობაში.
გამოკითხულთა 54% პროგნოზირებს, რომ უახლოეს წელში Bitcoin-ის ფასის დიაპაზონი იქნება 40-დან 100 ათასამდე აშშ დოლარი. კიდევ 22% დარწმუნებულია, რომ ციფრული ოქროს ფასი მომდევნო 12 თვის განმავლობაში 100 ათას აშშ დოლარზე მეტად გაიზრდება.
რესპონდენტთა 39% არ არის მზად საკუთარი საინვესტიციო პორტფელის ნაწილად პირველი კრიპტოვალუტა შეიტანოს. ბანკის მომხმარებელთა 15% გეგმავს კუთვნილი აქტივების 10%-ზე მეტი Bitcoin-ში ჩადოს.
ციფრული ოქროთი დაინტერესებულია გამოკითხულთა 42%, Ethereum-ით – 29%, Stablecoin-ებით – 13%.
წყარო: Goldman Sachs.
კვლევა ჩატარდა Goldman Sachs-ის 280 მომხმარებელთან, მათ შორის ჰეჯ-ფონდების მმართველებსა და კორპორაციულ და სადაზღვევო მომხმარებლებთან.
მარტის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ ბანკი განაახლებს კრიპტოვალუტებით ოპერაციებს და განიხილავს საკუთარი გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) შექმნის პერსპექტივას.