კინემატოგრაფიასიასხვადასხვაცნობილი ადამიანები

მსახიობები, რომლებმაც შესრულებული როლით ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს

1) რობ ჰოსკინსი ფილმში „Who Framed Roger Rabbit”

– ფილმი საკმაოდ სახალისოა და არც თუ ისე დიდი დრამაა მასში, მაგრამ თავად ბობს ჰქონდა გარკვეული პრობლემები.

მან თვეები გაატარა რეპეტიციაში და ესმოდა მულტფილმის პერსონაჟების ხმა, რამაც იგი ჰალუცინაციებამდე მიიყვანა და ამავე დროს, როლიდან გამოსვლაც ძლივს მოახრეხა.

2) კიტ ჰარინგტონი სერიალში „Game of Thrones”

– ჰარინგტონი ყველამ ვიცით ლეგენდარული პერსონაჟით, რომელსაც მთელი რვა სეზონის მანძილზე ვუყურებდით, მაგრამ ასეთი მძიმე პერსონაჟის განსახიერებამ, შესაძლოა, მსახიობი დიდ მენტალურ პრობლემებამდე მიიყვანოს, როგორც კიტ ჰარინგტონი. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც სერიალი დამთავრდა, თავი იმდენად მარტოსულად და უმწეოდ იგრძნო, რომ დეპრესიისა და აშლილობების სამკურნალოდ სპეციალურ თერაპიაზე ჩაეწერა.

3) მარგო რობი ფილმში „I, Tonya”

– რობმა ამ კონკრეტულ ფილმში განასახიერა ტონია ჰარდინგი, თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არაა.

მსახიობმა პირდაპირ აღიარა, რომ ფილმში თამაშისას იმდენად იმოქმედა არსებულმა გარემომ, სცენარმა და ენერგეტიკამ, რომ გარკვეულ მომენტებში ავიწყდებოდა, ვინ იყო და განსხვავებას მასსა და პერსონაჟს შორის ვეღარ ხედავდა. მას თერაპია დასჭირდა, რომ ეს დაეძლია.

4) ბილ სკარსგორდი ფილმში „It”

– როგორც მოგეხსენებათ, ეს ფილმი ამ დეკადის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჰორორადაა აღიარებული და ბილი, რომელმაც პენივაისი ითამაშა, ასე ვთქვათ, პერსონაჟმა ჩაყლაპა. მსახიობმა თქვა, რომ ფილმის სეტის დასრულების შემდეგაც უჭირდა მისი „მე“- სგან პენივაისის განდევნა და თავიდან ამოგდება.

5) ლეონარდო დიკაპრიო და ფილმი „The Revenant”

– ლეონარდომ ოსკარი, საბოლოოდ, ჰიუ გლასის როლით მიიღო, რომელიც ფილმში „The Revenant” განასახიერა. მსახიობს უამრავი სახიფათო ტრუკის გაკეთება, ექსტრემალურო სიტუაციებისგან თავის დაღწევა და უამრავი სირთულის გადალახვა მოუწია გადაღებების პროცესში. ეკიპაჟმა, ასევე, არგენტინაშიც იმოგზაურა, სადაც ტემპერატურა -30C ია. „არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ, ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ფილმს ჩვენი ჯანმრთელობა შევწირეთ.“ – ამბობს იგი.

Source
ლუკა ჭაფოძე

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button