Arcane Research: Bitcoin-ის კორპორატიული შესყიდვები შესაძლებელია გლობალურ ტენდენციად იქცეს
ნორვეგიული ანალიტიკური კომპანია Arcane Research-ის ანგარიშის თანახმად სკანდინავიური და ჰონგკონგური კომპანიების მიერ Bitcoin-ისა და Ethereum-ის შესყიდვები აძლიერებს ხმებს, რომ კორპორატიული ფინანსისტები შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მიჰყვებიან MicroStrategy-ს, Tesla-სა და Square-ის მიერ კრიპტოვალუტების შესყიდვის გეგმას.
გასულ კვირას ჰონგკონგში დაფუძნებულმა კომპანია Meitu-მ იყიდა 15 000 ETH და 379 BTC ღია ბაზარზე. Arcane-ის გათვლებით, Bitcoin-ის ერთი მონეტა კომპანიას საშუალოდ 47,230 აშშ დოლარი დაუჯდა. ორშაბათს ნორვეგიულმა კომპანია Aker-მა თავის ბალანსს 1,170 BTC დაუმატა, რაშიც გადაიხადა დაახლოებით 58 მილიონი აშშ დოლარი (საშუალო ფასმა შეადგინა დაახლოებით 49 600 აშშ დოლარი).
Arcane-ს განცხადებით, ახალი კორპორატიული მყიდველები, როგორც ჩანს, აპირებენ კრიპტოვალუტების გრძელვადიან შენარჩუნებას და Bitcoin-ის შემდგომი ზრდის პოტენციალს ხედავენ. აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ სეილორის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული კომპანია MicroStrategy ფლობს დაახლოებით 91,064 BTC-ს, რომელიც კომპანიამ შეიძინა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ თებერვალში შეიძინა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ი.
”MicroStrategy-ს მიერ პირველი ტალღა აშშ-ში დაიწყო, ახლა კი ეს ტენდენცია გლობალური განვითარების ნიშნებს აფიქსირებს”, – თვლის Arcane Research.
Bitcoin-ი სტაბილურ ზრდას გვიჩვენებს. გასულ წელს მისი ფასი ოთხჯერ გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ორჯერ. რაც უფრო მალე გავა კომპანია ბაზარზე, მით უფრო მომგებიან ფასს მიიღებს ის.