კინო-საიდუმლოებები, რომლებიც მხოლოდ გადამღებმა ჯგუფმა იცის!
❓🎥🎞 რა საიდუმლობებს ინახავს ფილმების გადაღების პროცესი?
1) ⚫️ უკანა ფონის მსახიობები – ხშირად გინახავთ ფილმებში მთავარი პერსონაჟების გარშემო ადამიანთა აურაცხელი რაოდენობა, რომლებიც იკრიბებიან, ან ქუჩაში, როგორც გამვლელები ერთმანეთს ესაუბრებიან, მაგალითად, წვეულებაზე, თუმცა იცით, რომ მთელი მათი საუბარი მხოლოდ პირის მოძრაობაა? რეალურად, ისინი აბსოლუტურად ჩუმად არიან და ხმასაც არ იღებენ, რომ მთავარ როლში მყოფი პერსონაჟების მეტყველება უფრო მკაფიო იყოს და არ დაირღვეს პროტოკოლი.
2) ⚫️ უმეტესი ხმის ეფექტი, რომლებსაც საშინელებათა ფილმებში ვხვდებით – ძვლების მტვრევის ხმა, დანის სხეულში ჩარჭობის თუ ყელის გამოჭრის ხმა – ბოსტნეულის სხვადასხვა ხერხით დაჭრით თუ ტეხვით მიიღება.
3) როგორ თამაშობებ პატარა ბავშვები საშინელებათა ფილმებში? – ბევრს გაგვჩენია, ალბათ, ეს კითხვა… საქმე იმაშია, რომ პატარა ბავშვებისთვის ფილმის კონკრეტული სცენები ისეა დადგმული, რომ მათ ეს უწყინარი თამაში ეგონოთ და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ გადაღებები მიდის და სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.
4) ⚫️ ზღაპრულად დიდი კოშკები და სასახლეები – ეს მხოლოდ კომპიუტერული ეფექტები არ გახლავთ, რეალურადაც არის აშენებული, თუმცა შენობა იმაზე უფრო პატარაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
5) სარკის სცენების გადაღება ყველაზე დახლართული მომენტია გადამღები ჯგუფისთვის – თუმცა ხრიკი აქაც არსებობს. ირჩევა სპეციალური კუთხე, საიდანაც კამერა არ აირეკლება და არც მსახიობს გაექცევა თვალი მისკენ.
6) ⚫️ ფილმის პერსონაჟები ჭამენ, მსახიობები – არა. საქმე იმაშია, რომ ისინი საკვებს ღეჭავენ, ხოლო შემდგომ არ ყლაპავენ, ანუ, აგდებენ, აფურთხებენ. მათ რომ მთელი დუბლების მანძილზე რეალურად მიირთვან, არც ჯანმრთელობა ექნებათ მწყობრში და ბუნებრივია, არც წონა.
7) ⚫️ მსახიობები სიგარეტს არ ეწევიან – ის, რასაც კადრში ვხედავთ არის სიგარეტი, რომელიც მოუკიდებელ მდგომარეობაშია, ან მცენარეული სიგარეტი. თუმცა არის მომენტები, როდესაც მსახიობები ზემდეტად იჭრებიან როლში. მაგალითად, ფილმის „The Evil Dead“ გადაღებებისას, მსახიობებმა მარიხუანა ნამდვილად მოწიეს ისევე, როგორც ფილმის პერსონაჟებმა. ცხადია, იმ სცენის გადაღებები ჩაიშალა.
•