ახალი ამბებიბიზნესიკოსმოსი

SpaceX-მა შესაძლოა შეისყიდოს OneWeb, რათა კონკურენტი თავიდან მოიშოროს

კომპანია SpaceX-მა განაცხადი შეიტანა გაკოტრებული ბრიტანული კომპანია OneWeb-ის გამოსყიდვაზე, რათა მოახდინოს ბაზარზე არსებული კონკურენტის ლიკვიდირება.  

ინფორმაციის წყარო აცხადებს: „ორ რეალურ მყიდველს ვხედავ. Eutelsat-ს მცირე შანსი აქვს. საინვესტიციო ფონდმა შესაძლოა გაიმეოროს OneWeb-ის წინა ინვესტორის – Softbank-ის ბედი. ვფიქრობ, მყიდველი გახდება ის, ვისთვისაც კოსმოსური ინტერნეტი ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის გადამწყვეტია. ესენი არიან რა თქმა უნდა Amazon და SpaceX. ამ უკანასკნელს შესყიდვა სჭირდება პოტენციური კონკურენტის გაქრობისთვის“ – განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ჩინური განაცხადები დიდი ალბათობით უარყოფილი იქნება, რათა არ დაიშვას ჩინეთის წვდომა OneWeb-ის ტექნოლოგიებზე. 

ექსპერტის აზრით ასევე მოსალოდნელია ვარიანტი, რომ OneWeb გადავა Amazon-ის კონტროლის ქვეშ, რის გამოც SpaceX-ის Starlink-ს პოტენციური კონკურენტი კვლავ ეყოლება. აშშ-სთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის შენარჩუნება, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შენარჩუნდება ტექნოლოგიური და საბაზრო განვითარების მაღალი ტემპები. ეს ყველაფერი კი შეერთებულ შტატებს ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამგზავრული კავშირების კუთხით ლიდერობაში. უნდა აღინიშნოს, რომ OneWeb-ის განვითარებაზე ჯამში დაახლოებით 3.5 მლრდ აშშ დოლარია დახარჯული. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-რესურს Space Intel Report-მა გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ გაკოტრებული OneWeb-ის შესყიდვაზე განაცხადები შეიტანეს ამერიკულმა Amazon-მა და SpaceX-მა, ევროპულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა Eutelsat-მა, საინვესტიციო ფონდმა Cerberus Capital Management-მა და ორმა ჩინურმა კომპანიამ. 

Source
https://www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button