
ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ცხენით ხიდზე
ცხენი მიანგრევს ხიდეებს ჩლიქით,
მაგრამ უეცრად სცქვიტა ყურები,
მისი თვალები აივსენ – იქით
ადამიანურ უბედურებით…
მის თვალწინ გაკრთა მსუბუქი მწკრივი:
ეთამაშება ნაკადებს თევზი.
იყო მხედარი – ჩვეულებრივი –
კაცი – ვით კაცი, და არა ზევსი.