ტიმ დრეიპერი: Tesla-ს შემდეგ პირველი Netflix იყიდის Bitcoin-ს
სტრიმინგ-სერვისი Netflix შეიძენს პირველ კრიპტოვალუტას რეზერვების მართვის პოლიტიკის ფარგლებში, ონლაინ-რითეილერი Amazon კი მას დაამატებს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას – ამგვარი მოსაზრება გამოთქვა ვენჩურულმა ინვესტორმა და ციფრული ოქროს მხარდამჭერმა ტიმ დრეიპერმა.
თებერვალში Tesla გახდა S&P 500 ინდექსის ჩამონათვალში შემავალი პირველი კომპანია, რომელმაც Bitcoin-ი შეიძინა. ინვესტიციამ 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
„იცით ვინ არის შემდეგი? ეს Netflix-ია. აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი შემოქმედებითი ნოვატორია… მე ვფიქრობ, რომ მისი კომპანია Fortune 100-ის აშკარა პრეტენდენტია ”, – განაცხადა დრეიპერმა.
ინტერვიუს მსვლელობისას მილიარდერმა დაუშვა Amazon-ის მიერ მალე Bitcoin-ის, როგორც გადახდის საშუალების დამატება. მან განმარტა, რომ ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები მრავალი წელია ყიდულობენ ნივთებს კრიპტოვალუტის მეშვეობით.
შეგახსენებთ, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Amazon ეძებს დეველოპერებს, რომლებიც შექმნიან სერვისს ფიატის ციფრულ ვალუტაში კონვერტაციისთვის.
Netflix-ის ერთ- ერთ სერიალში მომავლის შესახებ, კრიპტოვალუტებს იყენებდნენ გადახდის საშუალებად.
ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ Tesla-ს ინვესტიციას პირველ კრიპტოვალუტაში ”საკმაოდ სარისკო” უწოდა.
Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა ციფრული ოქროს ფასის დინამიკაზე.