დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – თეატრალიზებული მკვლელობა

მღვდელმა, დოქტორმა პანდერმა გაიღიმა, სავარძელში მოხ-ერხ-ებულად მოეწყო, პენსნე მოიხ-სნა და რბილი ხმით თხრობა დაიწყო.

– რომელიმეს გაქვთ, წარმოდგენა დარტმუტზე? ეს ის ადგილია, სადაც ამბავი მოხ-და. ბრწყინვალე ბუნებაა. მამულიც მშვენიერი იყო. ის ჩემმა კოლეჯ-ის ნაცნობმა, სერ რიჩარდ ჰეიდონმა შეიძინა. მიუხ-ედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, აღარ მენახა, როდესაც თავის მამულში დამპატიჟა, სიამოვნებით დავთანხ-მდი.

წვეულება გრანდიოზული არ ყოფილა. სულ რამდენიმე ადამიანი იყო: რიჩარდის ბიძაშვილი ელიოტ ჰეიდონი, ლედი მანერეინგი ქალიშვილთან, ვიოლეტთან ერთად, კაპიტანი როჯ-ერსი და მისი ცოლი. სტუმრებს შორის იყვნენ, ახ-ალგაზრდა ექიმი საიმონდსი და მის დიანა ეშლი. დიანა ენით აღუწერელი სილამაზის იყო. თან საოცარი ხმა ჰქონდა – ზარივით წკრიალა. თავიდანვე მივხ-ვდი, რომ ჩემი მეგობარი რიჩარდი ამ ქალით ძალიან იყო გატაცებული და მთელი ეს წვეულებაც მისთვის დეკორაციად იყო ჩაფიქრებული. ქალის გრძნობებში დარწმუნებული არ ვიყავი.

დილით მასპინძელმა მამული დაგვათვალიერებინა. სახ-ლის ფანჯ-რებიდან გორაკებიანი ლანდშაფტის ხედი იშლებოდა. უახ-ლოესი კლდის ფერდი ყორღანი გახლდათ, სადაც ცოტა ხნის წინ გათხ-რები აწარმოეს და ბრინჯ-აოს რამდენიმე ნივთიც აღმოაჩინეს. ჰეიდონს სიძველეები ძალიან აინტერესებდა და ჩვენც ამ სამარხ-ის შესახ-ებ დიდი ენთუზიაზმით გვიყვებოდა.

სახ-ლიდან დაახ-ლოებით, ას იარდში, ხშირი ტყიანი ადგილი იყო. სწორედ ამ ადგილის გამო დაარქვა მან მამულს „წყნარი ჭალა“.

– შეხ-ედეთ ამ სურათს, – გვითხ-რა ჰეიდონმა და ხელი ჭალისკენ გაიშვირა, – ზოგი ხე გახ-მა, ახ-ალი ამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი ისე დარჩა, როგორიც შეიძლება ფინიკიელი ახ-ალმოსახ-ლეების დროს იყო. წამოდით, გაჩვენებთ.

ტყეში შევედით, თუ არა, უცნაური სისუსტე ვიგრძენი. ალბათ, საოცარი სიჩუმის გამო, ჩიტის ხმაც კი არ ისმოდა. ირგვლივ ყველაფერი შიშით იყო გაჟღენთილი.

– აქ არ მომწონს, – ვთქვი მე.

– ეს სავსებით გასაგებია. აქ თქვენი რწმენის უძველესი მტრების ერთ-ერთი ციტადელი იყო. ეს

„ასტარტას ჭალაა“.

– ასტარტას?

– კი ასტარტას. ეს მისი ფინიკიური სახ-ელია. ვფიქრობ, ეს ერთადერთი ადგილია შემოგარენში, რომელიც ასტარტას კულტს უკავშირდება. მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ აქ წმინდა რიტუალები ტარდებოდა. ჭალის ცენტრში ტაძარი უნდა ყოფილიყო. თავს უფლება მივეცი, ჩემი პატარა ფანტაზია განმეხ-ორციელებინა.

ამ ლაპარაკში ჭალის ცენტრში, პატარა მდელოზე გამოვედით. მდელოს შუაგულში ქვის პატარა სახ-ლი იდგა. დიანა ეშლიმ ჰეიდონს კითხ-ვის გამომხ-ატველი მზერით შეხ-ედა.

– მე მას „ასტარტას ტაძარი“ დავარქვი, – განმარტა ჰეიდონმა.

იგი სახლს მიუახ-ლოვდა. შიგნით, პატარა კვარცხ-ლბეკზე უცნაური ქანდაკება იდგა; ლომზე შემომჯ-დარი ქალი, რომელსაც ნახ-ევარმთვარის რქები ჰქონდა.

– „ასტარტა“ ფინიკიელი მთვარის ღვთაებაა, – წარმოგვიდგინა ჰეიდონმა.

– მთვარის ღვთაება! – წამოიძახა დიანამ, – მოდით, დღეს მის პატივსაცემად ნამდვილი ორგია მოვაწყოთ.

ამ დროს ჩემთან ვიოლეტ მანერეინგი მოვიდა:

– მეშინია, – ზლუქუნებდა იგი, – მეშინია აქ დარჩენის. სწრაფად წავიდეთ.

ჩვენ პირველები წავედით, დანარჩენები ჩვენ მოგვყვნენ. მხოლოდ დიანა ეშლი შეჩერდა. მოვტრიალდი და დავინახე, რომ იგი ტაძრის წინ იდგა და ღმერთქალის გამოსახ-ულებას თვალის მოუშორებლად მიშტერებოდა.

მშვენიერი დღე იყო, ცხელოდა, ამიტომ დიანას წინადადება კოსტიუმირებული კარნავალის შესახ-ებ ყველამ გაიზიარა. როდესაც ვახ-შამზე ჩამოვედით, ყველა უკვე მზად იყო. როჯ-ერსი და მისი ცოლი ნეადერტალელების ფორმაში გამოეწყვნენ. რიჩარდ ჰეიდონმა თავი ფინიკიელ ოსტატად გამოაცხ-ადა, ხოლო მისმა ბიძაშვილმა – ყაჩაღების ატამანად. ექიმი საიმონდსი შეფ- პოვრად წარმოგვიდგა, ლედი მანერეინგი – საავადმყოფოს მომვლელად, მისი ქალიშვილი – მოსამსახ-ურედ. მე ქურუმად გამომაცხ-ადეს. დიანა ეშლი ვახ-შამზე შავი კაბით ჩამოვიდა და გამოაცხ-ადა, რომ უცნობი ქალი იყო.

ვახ-შამის შემდეგ სახ-ლიდან გამოვედით. ვსეირნობდით, ვლაზღანდარობდით. ერთ საათში შემთხ-ვევით აღმოვაჩინეთ, რომ დიანა ეშლი ჩვენთან ერთად აღარ იყო. ვიოლეტმა გვითხ-რა, რომ დაინახა, ჭალისკენ როგორ მიდიოდა. ცოტათი დაინტრიგებულები ჭალისკენ გავემართეთ, უკვე ღამდებოდა და ყველას ცოტა გვეშინოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მდელომდე მივაღწიეთ და გაოცებისგან ადგილზე გავქვავდით. ტაძრის ზღურბლთან, გამჭ-ვირვალე ნაჭ-ერში გახ-ვეული, მთვარის შუქით ნახ-ევრად განათებული ფიგურა იდგა. მის თავზე თმების ნაწნავისგან გაკეთებული ორი ნახ-ევარმთვარე აღმართულიყო. დიანამ ნაბიჯი წინ გადმოდგა, ხელი ასწია და სასიამოვნო ხმით წარმოთქვა:

– მე ასტარტას ქურუმი ვარ! მოერიდეთ ჩემთან მოახ-ლოებას, რადგან ჩემს ხელში სიკვდილი ბუდობს.

ჰეიდონი მისკენ გაქანდა:

– ღმერთო ჩემო, დიანა! თქვენ მშვენიერი ხართ!

– ფრთხილად იყავით! – გააფრთხ-ილა ქალმა, – არ მიუახ-ლოვდეთ ღმერთქალს! ყველას ვინც მომეკარება, სიკვდილი ემუქრება.

ჰეიდონს ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ქალისკენ სვლას განაგრძობდა. ქალმა უცებ მისკენ ხელი გამოიშვირა და წამოიძახა:

– შეჩერდი! კიდევ ერთი ნაბიჯი და გაგანადგურებ!

რიჩარდ ჰეიდონმა გაიცინა და ნაბიჯს აუჩქარა. ამ დროს რაღაც უცნაური მოხ-და: ის შექანდა, შემდეგ თითქოს ფეხი წამოჰკრაო, მთელი ტანით მიწაზე დაენარცხა. დიანამ ისტერიკული სიცილი დაიწყო. ელიოტი წინ გავარდა.

– ადექი, დიკ. ადექი! – იყვირა მან. რიჩარდ ჰეიდონი გაუნძრევლად იწვა. ელიოტმა მასთან მიირბინა, მუხ-ლებზე დაეშვა და რიჩარდი ფრთხილად გადააბრუნა. მისკენ დაიხ-არა და ბიძაშვილს სახ-ეში ჩახ-ედა. შემდეგ სასწრაფოდ წამოხ-ტა.

– ექიმო! ღვთის გულისათვის მოდით. მე ვფიქრობ, იგი მოკვდა.

საიმონდსი ადგილიდან მოწყდა, ელიოტი კი ჩვენსკენ გამოემართა. ამ დროს დიანამ ველური კივილი ამოუშვა:

– მე მოვკალი იგი! ღმერთო ჩემო, მე ეს არ მინდოდა, მაგრამ მოვკალი!

დიანამ გონება დაკარგა და მიწაზე გაიშხ-ლართა.

ამ დროს ელიოტი ჩემთან მოვარდა და ხელისგული მაჩვენა, ის სისხ-ლიანი იყო.

– დიკი, თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, მას გულში ხანჯ-ალი ჩაარტყეს.

ამ დროს ექიმიც მოვიდა. მან სიკვდილის ფაქტი დაადასტურა და განაცხ-ადა, რომ ჭრილობა სავარაუდოდ, გრძელი ხანჯ-ლით მიაყენეს, მაგრამ იქ არანაირი ხანჯ-ალი არ ეგდო. ჩვენ გულწასული დიანა სახ-ლში გადავიყვანეთ, მოგვიანებით რიჩარდიც გადმოვასვენეთ. პოლიციაშიც დავრეკეთ. ცოტა ხანში ელიოტ ჰეიდონმა გამოაცხ-ადა, რომ მკვლელობის იარაღი აუცილებლად უნდა მოეძებნა. მას არ სჯეროდა, რომ ამ მკვლელობაში ზებუნებრივი ძალები იყო ჩარეული.

მთელი ღამე თვალი არავის მოუხ-უჭ-ავს, პოლიციას დიანას დაკითხ-ვა უნდოდა, მაგრამ ექიმმა მათ ამის ნება არ მისცა. ელიოტი მხოლოდ დილის შვიდი საათისთვის გაგვახ-სენდა. მის მოსაძებნად მე და ექიმი წავედით. იქ, სადაც წუხ-ელ მთვარის შუქზე მამაკაცის გართხ-მული სხეული დავინახ-ეთ ახ-ლა მზის სხივების ქვეშ იგივე სურათი წამროგვიდგა. ოღონდ ამჯ-ერად იქ ელიოტ ჰეიდონი იწვა. ჩვენ მასთან მივცვივდით. ელიოტი უგონოდ იყო, მაგრამ სუნთქავდა. ჭრილობიდან გრძელი და წვრილი ხანჯ-ალი ამოჩრილიყო.

– რა ბედნიერებაა, რომ მხარში მოხ-ვდა და არა გულში, – თქვა ექიმმა, – არც ვიცი, რა ვიფიქრო. ყოველ შემთხ-ვევისთვის, ის ცოცხ-ალია და შეძლებს მოყვეს რა მოხ-და.

თუმცა, ელიოტს ზუსტად ამის გაკეთება არ შეეძლო. მისი მონაყოლი ძალიან ბუნდოვანი იყო. როდესაც ადგილზე მივიდა და გაჩერდა, მოეჩვენა, რომ ხეებიდან ვიღაც უთვალთვალებდა. აქ, მისი სიტყვებით, ძლიერმა ცივმა ქარმა დაუბერა, მაგრამ არა ხეების მხრიდან, არამედ შენობიდან. როდესაც შემობრუნდა და ტაძარში შეიხ-ედა, დაინახა, რომ ღმერთქალის ქანდაკება დიდდებოდა და დიდდებოდა. უცებ მას თითქოს თავში ჩაარტყეს და უკან გადავარდა. როდესაც ვარდებოდა, მარცხ-ენა მხარში მწვავე ტკივილი იგრძნო… ხანჯ-ალი ყორღანის გათხ-რების დროს ნაპოვნი აღმოჩნდა.

პოლიციას ჰქონდა ვერსია, რომ რიჩარდი წინასწარგანზრახ-ვით მის ეშლიმ მოკლა. თუმცა, ისინი იძულებულნი გახ-დნენ ბრალდება მოეხ-სნათ, რადგან ყველამ განვაცხ-ადეთ, რომ ქალი მისგან სამ იარდზე იმყოფებოდა. მკვლელობის საიდუმლო ასევე საიდუმლოდ დარჩა.

მღვდელმა თხრობა დაასრულა და სიჩუმე ჩამოვარდა.

ჯოისმა გამოთქვა ვერსია, რომ დიანას მართლა ეგონა თავი ასტარტას ქურუმი და ხანჯ-ალი რიჩარდს შორიდან ესროლა. რაიმონდ უეტსიც მას დაეთანხ-მა. სერ ჰენრის აზრით, გამორიცხ-ული არ იყო, რომ დანის პროფესიონალი მსროლელი ხეების უკან იმალებოდა და იქიდან ესროლა.

– ყველა ამ თეორიაში, – ჩაახ-ველა მისტერ პეტერიკმა, – ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვავიწყდება: სად გაქრა იარაღი? თუ ვინმემ შორიდან ესროლა ხანჯ-ალი, ის ჭრილობაში უნდა დარჩენილიყო. მასთან ახ-ლოს ამ დროს არავინ იმყოფებოდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს თვითმკვლელობაა. თავად ჩაირტყა ხანჯ-ალი და მერე სიბნელეში ხეების უკან მოისროლა.

– უდავოა, მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს, რომლითაც რიჩარდ ჰეიდონის მოკვლა შეეძლოთ, – საუბარში მის მარპლი ჩაერია, – მე ახ-ლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რატომ წაიქცა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ხის ფესვიც შეიძლებოდა გამხ-დარიყო. არ მგონია, იმ უბედურ ელიოტ ჰეიდონს ამ საშინელი დანაშაულით ბევრი მოეგო.

– ელიოტ ჰეიდონს! – წამოიძახა რეიმონდმა, – თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მან ჩაიდინა?!

– სხვას ვერ ვხედავ, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, – მის მარპლმა ხელები გაშალა, – ის პირველი მივიდა ბიძაშვილთან, გადააბრუნა და რა თქმა უნდა, შეეძლო ყველაფერი ექნა, რაც უნდოდა, რადგან სხვებთან ზურგით იმყოფებოდა. ის ხომ ყაჩაღების ატამანის ფორმაში იყო გამოწყობილი, რა თქმა უნდა, ქამარში იარაღიც ექნებოდა გარჭ-ობილი.

ყველა სტუმარმა მზერა დოქტორ პანდერისკენ მიაპყრო.

– მე სიმართლე ხუთი წლის შემდეგ გავიგე, – ჩაილაპარაკა მან, – ის ჩემთან ელიოტ ჰეიდონის წერილის სახ-ით მოვიდა. იგი წერდა, რომ მე ყოველთვის მასზე მქონდა ეჭ-ვი. მასაც უყვარდა დიანა ეშლი, მაგრამ მხოლოდ ღარიბი იურისტი იყო. მას გზაზე რიჩარდი რომ არ გადაღობებოდა, ბიძაშვილის ტიტული და ქონება მას დარჩენოდა, წინ მშვენიერი პერსპექტივა გადაეშლებოდა. როდესაც წაქცეული ბიძაშვილისკენ დაიხ-არა, ხანჯ-ალი მას ქამრიდან ამოუვარდა. ფიქრის დრო არ იყო. ხანჯ-ალი ჩაარტყა, შემდეგ კი ისევ ქამარში გაიკეთა. ეჭ-ვები, რომ გაეფანტა, მოგვიანებით თავადაც ჩაირტყა. მან ეს წერილი სამხ-რეთ პოლუსზე გამგზავრებამდე გამომიგზავნა, იმ შემთხ-ვევისთვის, თუ არ დაბრუნდებოდა. ამ დანაშაულს მისთვის მართლაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია. „ხუთი წელი – ჯოჯ-ოხ-ეთში ვცხოვრობ. იმედი მაქვს დანაშაულს ღირსეული სიკვდილით გამოვისყიდი. წერდა იგი.“

– და ის ღირსეულად მოკვდა, – თქვა სერ ჰენრიმ, თქვენ გვარები შეცვალეთ, დოქტორო პანდერ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ მე მივხ-ვდი ვისზეცაა საუბარი.

– და მაინც, – განაგრძო მოხ-უცმა მღვდელმა, – მე დღემდე მიმაჩნია, რომ საცოდავი ელიოტის მოქმედებებს წარმართული ღვთაების, ასტარტას ბოროტი სული წარმართავდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button