Hi-Techავტომობილიახალი ამბები

Tesla-მ დაასრულა Cybertruck-ზე მუშაობა, თუმცა მასობრივი მიწოდება მხოლოდ მომდევნო წლიდან დაიწყება

ახალი წლის დადგომისთანავე უფრო აქტუალური გახდა Tesla-ს ახალი ელექტრომობილის, პიკაპ Cybertruck-ის გამოსვლის ვადა. ადრე კომპანიამ პიკაპის მასობრივი წარმოების ვადად 2021 წელი დაასახელა, თუმცა ამჟამად ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2022 წლამდე არ დაიწყება მასობრივი მიწოდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ Cybertruck-ის დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულდა.

როდესაც მასკს კვარტალურ მოხსენებაზე ჰკითხეს Cybertruck-ის მიმდინარე წელს დაგეგმილი გადაზიდვების შესახებ, მან გულწრფელად აღიარა, რომ მომხმარებლების მცირე ჯგუფმა წლის ბოლოს მხოლოდ ძალიან იღბლიან ვითარებაში შეიძლება მიიღოს ელექტრომობილი, ხოლო მომავალი მფლობელების უმეტესობას მოთმენა 2022 წლამდე მოუწევს. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს ვებ-გვერდიდან გაქრა ინფორმაცია Cybertruck-ის ცალკეული კომპლექტაციების მიწოდების ვადების შესახებ.

პიკაპის კონსტრუქციასა და დიზანზე მუშაობა საბოლოოდ დასრულდა. მალე კომპანია დაიწყებს პიკაპის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეკვეთას. შეგახსენებთ, რომ უჩვეულო ელექტრომობილის კორპუსი აღჭურვილი იქნება უჟანგავი ფოლადის პანელებით. ილონ მასკის თქმით, მათი დამუშავებისთვის საჭიროა 8000 ტონის საწნეხები. კომპანიამ უკვე გამოიყენა 6-ათასტონიანი საწნეხები Tesla Model Y-ის საბარგულისთვის და ეს წნეხები ყველაზე მძლავრად მიიჩნიეს წარმოებაში. Cybertruck-ის წარმოებისთვის მომზადება კიდევ ერთხელ აამაღლებს ამ დონეს.

პიკაპის წარმოებისთვის განკუთვნილი ობიექტი ტეხასის შტატში მზადდება. აქვე მოხდება ქროსოვერ Tesla Model Y-ის წარმოება. როგორც ინვესტორებისთვის განკუთვნილ პრეზენტაციაზე გამოჩნდა, სატვირთო ელექტრო Tesla Semi-სა და მეორე თაობის სპორტული Roadster-ის წარმოების ადგილი Tesla-ს ჯერჯერობით განსაზღვრული არ აქვს. მუშაობა მიმდინარეობს „რაღაც სამომავლო პროდუქტზე“. სავსებით შესაძლოა, რომ იგულისხმება 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მასიური ელექტრომობილი, რომლის შესახებ მასკმა გასული წლის სექტემბერში ისაუბრა და თქვა, რომ ბაზარზე იგი სამი წლის განმავლობაში გამოვიდოდა. მასკმა არ გამორიცხა, რომ მომავალში Tesla-მ შესაძლოა დაიწყოს მინივენების წარმოებაც, მაგრამ ამისთვის ჯერ ბატარეების დეფიციტის პრობლემა უნდა გადაიჭრას.

მოხსენებით ღონისძიებაზე ილონ მასკმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აპირებს ახალი ტიპის და ზომის ბატარეების წარმოების დაწყებას. ელექტომობილებისთვის განკუთვნილი ნახევარგამტარი კომპონენტების დეფიციტი აშფოთებს მასკს, თუმცა იდუსტრიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ ფაქტორმა მცირე გავლენა იქონია ელექტრომობილების წარმოებაზე. კომპანია უახლოეს დროში აპირებს „ავტოპილოტი გამოწერით“ სერვისის შეთავაზებას – თებერვალში ან მარტში.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button