Hi-Techახალი ამბები

აშშ-ში პირველად იყიდება 3D-პრინტერით აგებული სახლი. ფასი – 300 ათასი აშშ დოლარი

კომპანია SQ4D-მ გასაყიდად გამოიტანა რივერჰედში (ნიუ-იორკის შტატი) არსებული სახლი, რომელიც აგებულია 3D-პრინტერის მეშვეობით. 1900 კვადრატული ფუტის (დაახლოებით 177 მ2) ზომის უძრავი ქონების ფასი 299 999 აშშ დოლარს შეადგენს. სახლში მოცემულია სამი საძინებელი, ორი სააბაზანო ოთახი და ცალკე ავტოფარეხი. 

SQ4D იყენებს მშენებლობის ავტომატიზებულ მეთოდებს ან 3D-ბეჭდვას შენობა-ნაგებობების ასაშენებლად. „ეჭვს არ იწვევს, რომ ეს მომავალია“, – აცხადებს SQ4D Inc.-ის ოპერაციების დირექტორი კირკ ანდერსენი. 

მისივე თქმით, ეს არის 3D პრინტერის გამოყენებით აგებული პირველი სახლი შეერთებულ შტატებში, რომელმაც მიიღო ექსპლუატაციის სერთიფიკატი. მისი თქმით, ნებართვების მიღება არ იყო ადვილი ადგილობრივი მკაცრი სამშენებლო ნორმების გამო. – „ჩვენ ეს შევძელით ერთ-ერთ რთულ ადგილას. ამას თავისი უპირატესობა გააჩნია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში მსგავსი სახლების აშენებას ნებისმიერ ადგილას შევძლებთ“ – განაცხადა კომპანიის ტოპ-მენეჯერმა. 

image.jpeg

ანდერსენი ასევე ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ 3D-პრინტერით აგებული მსოფლიოში ყველაზე დიდი სახლი, რომელმაც ნებართვა მიიღო მასში ადამიანების დასახლებისთვის. 

3D-პრინტერზე დაბეჭდილ სახლებს რადიკალური გავლენის მოხდენა შეუძლია ამერიკელი პოტენციური მყიდველების საფულეებზე. – აღნიშნავენ, რომ „ მშენებლობა 50%-ით უფრო იაფია რივერჰედში არსებულ ახლად აშენებულ სახლებთან შედარებით და მშენებლობის პროცესი ათჯერ უფრო სწრაფია“. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button