საინტერესოფაქტები

რისი შეძენა შეიძლება 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

დოლარის კურსი უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ მტკივნეული თემა გახდა ჩვენს ქვეყანაში. სამომხმარებლო პროდუქტებზე გაზრდილი ფასები ნებისმიერ ადამიანში უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა ყოველთვის არსებობს იმედი ნათელი მომავალისა. სანამ აღნიშნული ნათელი მომავალი დადგება ცოტა გავხალისდეთ და  გადავხედოთ თუ რისი შეძენაა შესაძლებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1 დოლარად.

მექსიკაში 1 დოლარად 48 ცალი ბანანის ყიდვაა შესაძლებელი.

ზიმბაბვეში 1 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი სხვადასხვა ნივთი. ეთიოპიაში, ე.წ  “დოლარის ბაზარზე” ერთი დოლარის ფარგლებში გთავაზობენ ყველაფერს ტანსაცმლიდან დაწყებული კვების პროდუქტებით დამთავრებული.

კანადაში 1 დოლარად შეძლებთ ერთი ორგანული ვაშლის შეძენას.

ჰაიტიზე  1 დოლარად შეგიძლიათ მიირთვათ ოთხი ბრინჯისგან დამზადებული კერძი.

გრენლანდიაში 1 დოლარად 1 ლიტრი ბენზინის ყიდვა შეიძლება.

ვენესუელაში ამ თანხის ფარგლებში მთელი ან ნახევარი ბენზინის ავზის შევსებაა შესაძლებელი, იმის მიხედვით თუ რა ზომისაა თქვენი ბენზოავზი.

საუდის არაბეთში ტაქსით 1 დოლარად 1 მილის გავლაა შესაძლებელი.

ჰონდურასში ამ თანხად ტაქსით ქალაქის ნებისმიერ ადგილას მიგიყვანენ.

იტალიის ქალაქ განჯიში 1 დოლარად შეგიძლიათ საცხოვრებელი იქირაოთ.

დანიაში 1 დოლარად Kinder maxi-ს ყიდვას შეძლებთ.

იორდანიაში 1 დოლარად იყიდით შოკოლადს, პეპსის და ჩიპსს.

ინდონეზიაში 1 დოლარად არც თუ ისე ცუდად ისაუზმებთ.

ამ თანხად ჩინეთში შეძლებთ ნახევარი ლიტრი ადგილობრივი ჩამოსასხმელი ლუდის დალევას.

ჩეხეთის მსხვილ სუპერმარკეტში 1 დოლარად 3 ბოთლი ლუდის შეძენაა შესაძლებელი.

ეგვიპტეში 1 დოლარად 6 ცალ ფალაფელიან სენდვიჩს იყიდით.

პორტუგალიაში 1 დოლარად ერთ ფინჯან ესპრესოს დალევთ.

შვეიცარიაში 1 დოლარად მსოფლიოში ცნობილ შვეიცარული ყველის პარატა ნაჭერს დააგემოვნებთ.

ნეპალში 1 დოლარად 10 ცალი ადგილობრივი კერძის მანტის ყიდვა შეიძლება.

ავსტრალიაში  1 დოლარად შეგიძლიათ 1 წუთის განმავლობაში მობილურ ტელეფონზე ისაუბროთ.

ბელგიაში 1 დოლარად 1 შეკვრა საღეჭი რეზინის შეძენა შეიძლება.

ნორვეგიაში ამ თანხით ვერაფერს ვერ იყიდით.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button