ახალი ამბებისმარტფონები

Apple-მა შესაძლოა მიმიდინარე წლის მეორე კვარტალში iPhone 12 mini-ს წარმოება შეწყვიტოს

საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan Chase-მა გამოაქვეყნა Apple-ის ბოლო თაობის სმარტფონების სამომავლო პროგნოზი. ზოგიერთ მოდელზე არსებული დაბალი მოთხოვნის გამო კუპერტინოელებს მოუწევთ შეამცირონ წარმოების მასშტაბი და შესაძლოა უარი თქვან კიდეც ერთ-ერთზე.

iPhone 12 სერია ოქტომბერში გამოვიდა. iPhone 12-ის, 12 Pro-სა და 12 Pro Max-ის პარალელურად ხაზში შევიდა iPhone 12 mini – სერიის ყველაზე დაბალფასიანი სმარტფონი ყველაზე პატარა დისპლეით (მასში გამოყენებულია 5.4-დუიმიანი OLED-მატრიცა). ამ მოწყობილობას გაყიდვების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს სერიის სხვა მოდელებთან შედარებით – მასზე მოდის მთლიანი მიწოდების მხოლოდ 6%. 

JPMorgan Chase-ის პროგნოზის თანახმად, ამის გამო Apple-ს მოუწევს iPhone 12 mini-ს წარმოების შემცირება 11 მილიონი მოწყობილობით. 9 მილიონი ერთეულით შემცირება შეეხება ასევე iPhone 12-ს. საინვესტიციო ბანკის ექსპერტები მიწოდების ჯაჭვის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ”სუსტი საბაზრო მოთხოვნისა და გლობალური გაყიდვების მცირე მასშტაბის გამო 2021 წლის მეორე კვარტალში Apple საერთოდ შეწყვეტს iPhone 12 mini-ს გაყიდვას”. 

თუ ეს მოხდება, iPhone 12 mini აღმოჩნდება ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის მქონე სმარტფონი iPhone-ის ისტორიაში. ამავე დროს, არსებობს შანსი, რომ კომპანიამ წარმოადგინოს განახლებული ვერსია შემცირებული ღირებულებით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button