Xiaomi დაბლოკავს Google-ის სერვისების ინსტალაციის შესაძლებლობას სმარტფონებზე
ჩინეთმა უკვე დიდი ხანია დაბლოკა კომპანია Google საკუთარ ტერიტორიაზე: ჩინეთის ბაზარზე სმარტფონები გამოდის წინასწარ დაინსტალირებული Google Mobile სერვისების გარეშე. თუმცა მათ გარეშეც კი ჩინეთის მომხმარებლები არ განიცდიან პრობლემებს ალტერნატივების სიმრავლის გამო.
გარდა ამისა, მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ თავად დაეყენებინათ GMS. თუმცა ამჟამად ცნობილი გახდა, რომ Xiaomi-მ გადაწყვიტა თავის სმარტფონებში Google Mobile Services-ის დაყენების შესაძლებლობის დაბლოკვა.
კომპანიის აზრით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება საჩივრების დიდ რაოდენობას Google Mobile Services-ის მუშაობასთან დაკავშირებით. ჩინურმა კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Google Mobile Services-ის ინსტალაცია ახლა აკრძალულია მის იმ სმარტფონებზე, რომლებიც Google სერვისის პლატფორმის გარეშე მიეწოდება მომხმარებელს.
ამ დროისთვის ჩინურ კომპანიას არ გამოუქვეყნებია იმ მოდელების სია, რომლებმაც დაკარგეს GMS-ის ინსტალაციის შესაძლებლობა. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ შეუძლებელია Google აპლიკაციების, მათ შორის Google Play პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება Xiaomi Redmi K30 Ultra-სა (Dimensity 1000+) და Redmi X10 5G-ზე ( Dimensity 820U).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინეთში სმარტფონები უკვე Google-ის სერვისების გარეშე იყიდება. მაგრამ Xiaomi-ს სიახლე არის დარტყმა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს შეუკვეთოს მოდელები ჩინეთიდან დაბალ ფასებში, დააინსტალიროს გლობალური firmware Google Mobile Services და გამოიყენოს მოწყობილობები ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ახლა მათ ჩამოერთვათ ასეთი შესაძლებლობა.