თვითგანვითარება

მედიტაცია – ავიმაღლოთ ცნობიერება (ნაწილი პირველი)

მედიტაცია ერთ-ერთი საუკეთესო სულიერი პრაქტიკაა. ადამიანები მას ათასობით წლებია, რაც იყენებენ, რადგან ის მუშაობს.

მედიტაციის სარგებელი

  • მედიტაცია შენს ხასიათს უკეთესობისკენ ცვლის. ის უფრო კეთილ, უფრო მხიარულ, მეტად შემბრალებელ, თანამგრძნობ, სიყვარულით სავსე და მშვიდობისმოყვარე ადამიანად გვაქცევს.
  • მედიტაცია ხსნის დაძაბულობას, მღელვარებას, შიშს, მწუხარებას და სისხლის წნევას ასტაბილურებს. აუმჯობესებს კონცენტრაციას, ინტუიციას, მეხსიერებას, გონებრივ სიჯანსაღეს, ხასიათს და კრეატიულობის უნარს.
  • მედიტაცია საშუალებას გვაძლევს დავინახოთ და აღვიქვათ უფრო სუფთად. რაც უფრო მეტად აკვირდები შენ გონებას, ის უფრო მშვიდი და ჩუმი ხდება. შესაბამისად ყველაფერს უფრო წმინდად აღიქვამ.
  • მედიტაცია ცნობიერების დონეს ზრდის. გაცნობს საკუთარ თავს, გარშემომყოფებს და მთლიანად სამყაროს.
  • მედიტაცია ხსნის გონებას. ის გვაძლევს სივრცეს, რომლითაც ჩვენს ფიქრებს ვშორდებით და ნაკლებად დამოკიდებული ვხდებით მათზე.
  • მედიტაცია ჩვენს ელემენტებს მუხტავს, ჩვენს სულს და სხეულს შესვენების საშუალებას აძლევს.
  • თუ მედიტაციით არ კავდები, შენი გონების მონა ხდები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გონება გემსახურება.

ვაქციოთ მედიტაცია დღიურ ჩვევად და ის ჩვენთვის იმუშავებს.

ეფექტური და მარტივი ტექნიკები

  • დაჯექით გამართულად, თვალები დახუჭეთ და ფეხები გადააჯვარედინეთ. მარცხენა ფეხი ქვემოთ დატოვეთ და ხელის თითებით შეეხეთ მათ.
  • შეგიძლიათ მედიტაციით დაწოლილ მდგომარეობაშიც დაკავდეთ, იმ შემთხვევაში, თუ შეგიძლიათ ასეთ დროს არ ჩაგეძინოთ.

მაიკლ ლანგფორდის მიერ აღწერილი ცნობიერების ყურების მეთოდი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა.

” დახუჭეთ თვალები. მოძებნეთ თქვენი ცნობიერება. დააკვირდით თქვენს ცნობიერებას. თქვენი ყურადღება ამ სამყაროდან გადართეთ, მოაშორეთ ის თქვენს სხეულს და ფიქრებს და ცნობიერებას შეხედეთ. როცა კი შეამჩნევთ, რომ ფიქრობთ, მაშინვე მოიშორეთ აზრები. თქვენს ცნობიერს უსმინეთ და არა ფიქრებს.”

ალტერნატიული ინსტრუქცია:

“ოთახს თვალი მოავლეთ და დაინახეთ თქვენი ცნობიერი, რომელიც პირდაპირ თვალებში გიყურებთ. ახლა კი თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ ცნობიერი ისევ აქაა და გარემოს ათვალიერებს. დააკვირდით ცნობიერს. თუ ფიქრების მოსვლას შეამჩნევ, იგნორი გაუწიე მათ და მთელი ყურადღება ცნობიერისკენ მიაპყრე.”

“გასაკეთებელი არაფერია.

ნუ ელოდებით ნებისმიერი ტიპის გამოცდილებას.

ნურავის უყურებ.

ნუ ეძებ სხვა მდგომარეობას.

ნუ ეძებ უფრო ღრმა ცნობიერებას.

ნურაფერს ეძებ.

შენ არ ეძებ, აკვირდები.

უბრალოდ მიმართე შენი ცნობიერი შენივე ცნობიერისკენ. ” – მაიკლ ლანგფორდი.

კიდევ ერთი მეთოდი – უყურე შენს ფიქრებს

ამ მეთოდის შესახებ ეკჰარტ ტოლე გვესაუბრება თავის წიგნში.

“პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. დახუჭე თვალები და საკუთარ თავს უთხარი: ‘მაინტერესებს, რა იქნება ჩემი შემდეგი ფიქრი.’ ამის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებთ და დაელოდეთ შემდეგ ფიქრს. იმ კატას დაემსგავსეთ, რომელიც ხვრელიდან თაგვის გამოძრომას ელოდება. რომელი ფიქრი გამოვა თაგვის სოროდან?”

შემდეგ კი შენს ფიქრებს უყურე:

ნურაფერს განსჯი, რასაც შეხედავ. უბრალოდ დააკვირდი.

ნურაფერს შეეწინააღმდეგები. თუ ხედავ, რომ წინააღმდეგობა გეზრდება, ამასაც კი.

თუ მხიარულ რამეებზე ფიქრობ – კარგია.

თუ ბოროტულ და ბნელ რამეებზე ფიქრობ – ესეც კარგია.

საშუალება მიეცი ყველაფერს იყოს ისეთი, როგორიცაა.

გონების კონტროლს ნუ შეეცდები.

ნურაფრის მიღწევას ეცდები.

გასხივოსნებას ნუ ელოდები.

20 წუთამდე ასე გაატარე. თუ მეტი – უკეთესი.

თუ გონებას საკმაო დროით დააკვირდები, დაინახავ სივრცეს შენსა და შენს გონებას შორის. და მას შეიგრძნობ, როგორც უცხოს.

თავს ისე იგრძნობ, თითქოს სრულებით უცხოს ხმას ისმენ.

“ნამდვილი მედიტაციისას ყველაფერი (ფიქრები, გრძნობები, ემოციები, მეხსიერება…) ნატურალური ფუნქციონირების რეჟიმშია. რაც, იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს კონტროლის, ფოკუსირების, თუ წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა.” – Adyashanti

რას არ აკეთებს მედიტაცია?

მედიტაცია აქრობს სტრესს და არა მის გამომწვევ მიზეზებს.

ცნოვრებისეულ პრობლემებზე მუშაობა ისევ დაგჭირდება.

ისევე, როგორც შინაგან სამყაროზე ზრუნავ მედიტაციით, გარე სამყაროზე შრომა და ძალისხმევა კვლავ დაგჭირდება, მის გასაუმჯობესებლად.

მომზადებულია lifelessons.co-ის მიხედვით.

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button