ახალი ამბებირობოტები

განახლებული რობოძაღლი Spot რელიზისთვის მზადაა: Вoston Dynamics გვიჩვენებს, რა შეუძლია მას

კომპანია Boston Dynamics-მა გამოაქვეყნა მანიპულატორი მკლავით აღჭურვილი რობოტიზებული ძაღლ Spot-ის უახლესი ვიდეო. გასული წლის ბოლოს რობოტების ამერიკული მწარმოებელი კომპანია Hyundai Motor Group-ის მფლობელობაში გადავიდა და პირობა დადო, რომ სამომავლოდ გააფართოვებს რობოძაღლის შესაძლებლობებს – იგი გახდება უფრო მეტად ფუნქციონალური რობოტიზებული ხელის განთავსებისთვის საჭირო სპეციალური პლატფორმის დაყენების შედეგად.

გამოქვეყნებულ ვიდეოში რობოტი ძაღლი Spot ასრულებს სხვადასხვა დავალებას: იღებს ნივთებს და ათავსებს მათ კალათში, ასუფთავებს ოთახს, ხსნის კარს, რთავს ელექტრო გადამრთველს, ასრულებს სამებაღეო საქმიანობას და მიათრევს დიდ და მძიმე სამშენებლო ბლოკებს. 

image.jpeg

რობოტიზებული მკლავისა და მანქანის სხეულის მოძრაობები ავტომატურად კოორდინირდება გარკვეული ობიექტებისა და საგნების გადაადგილებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების გამარტივების მიზნით. კომპანია აღნიშნავს, რომ ასეთი მანიპულატორით აღჭურვილი მანქანისთვის არსებული დავალებების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად ფართოვდება. ვიდეოს აღწერილობაში ასევე ნათქვამია, რომ რობოტის ქცევა ვიდეოში დაპროგრამებულია ახალი API-ს გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა შესრულდეს ბრძანებები როგორც ავტონომიურ რეჟიმში, ისე რობოტის მფლობელის პირდაპირი კონტროლის ქვეშ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რობოტი კონტროლდება დისტანციურად, პლანშეტის გამოყენებით. 

რობოტი Spot-ის შესაძლებლობები შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოზე: https://bit.ly/39J5CtP 

რობოძაღლის გაყიდვა გასული წლის ზაფხულში დაიწყო, მისი ფასი 75 ათასი აშშ დოლარია. იმავე წლის ოქტომბერში Boston Dynamics-მა განაცხადა, რომ გაყიდა 260 მსგავსი მანქანა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button