ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიპროგრამები

კრიპტობრაუზერ Brave-ს დაემატა IPFS მხარდაჭერა

კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ბრაუზერ Brave-ის დეველოპერებმა განახორციელეს IPFS („პლანეტათშორისი ფაილების სისტემა) პროტოკოლის მხარდაჭერის ინტეგრირება. 

image.png

ახალ 1.19 ვერსიაში ინტეგრაციის წყალობით Brave-ის მომხმარებლები კონტენტზე წვდომას მიიღებენ უშუალოდ IPFS-იდან. ამისთვის აუცილებელია დააყენონ პროტოკოლის სრული ნოუდი, ან დაუშვან ipfs:// ტიპის მისამართების გამოყენება. 

პროტოკოლი გახსნის დაბლოკილ ვებ-გვერდებზე წვდომას, დააჩქარებს მათ ჩატვირთვას და შეამცირებს ჰოსტინგის ხარჯებს. 

”დღეს ტაილანდში ვიკიპედიის ზოგიერთ ნაწილზე შესვლა დაბლოკილია. 100000-ზე მეტი ვებ-გვერდი აკრძალულია თურქეთში. ჩინეთს არ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ. ამიერიდან Brave-ის ნებისმიერი მომხმარებელი IPFS-ის საშუალებით შეძლებს გადალახოს ეს შეზღუდვები ”, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მოლი მაკინლეიმ. 

კრიპტობრაუზერი ტექნიკური დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ბრაიან ბონდის თქმით Brave-მა პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს პროტოკოლის ინტეგრაცია. 

”IPFS მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაჭრან ცენტრალიზებული სერვერების პრობლემა, რომელიც ქმნის უარყოფის ცენტრალურ წერტილს კონტენტზე წვდომისთვის”, – განმარტა მან. 

IPFS – ეს არის პროტოკოლი, რომლის მეშვეობით ერთრანგიანი ნოუდები ახორციელებენ მონაცემების შენახვასა და გავრცელებას ერთიან განაწილებულ ფაილურ სისტემაში არა სერვერთან მონაცემთა მისამართების დაკავშირებისთვის, არამედ უნიკალურ კრიპტოგრაფიულ ჰეშ-იდენტიფიკატორთან. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში IFPS-ის დეველოპერებმა წარადგინეს 0.5 ვერსია, რომელმაც გააუმჯობესა ინტერნეტში კონტენტის ძიების პროცესი.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button