PDFზღაპარისაბავშვოწიგნები

ჯანი როდარი – ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები

 “ნაყინის სახლი”, “შოკოლადის გზა”, “მსუნაგეთის სამეფო”, “გაქცეული ცხვირი”, “უჩინმაჩინი ტონინო” – ეს და კიდევ ბევრი სხვა მოკლე და სხარტი  ზღაპარი, როგორც ყველა ბავშვისთვის საყვარელი იტალიელი მწერალი, ჯანი როდარი მოგვითხრობს, თურმე ვინმე სინიორ ბიანკის ტელეფონით უამბია თავისი პატარა გოგოსთვის, რომელიც უზღაპროდ ვერაფრით იძინებდა, დედას კი უკვე მოყოლილი ჰქონდა, რა ზღაპრებიც იცოდა, თანაც ზოგიერთი – სამ-სამჯერ.

ეს სინიორ ბიანკი წამლებით ვაჭრობდა და კვირაში ექვსი დღე გზას ადგა: ხან აღმოსავლეთში იყო, ხან – დასავლეთში, მაგრამ სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს შინ ტელეფონით რეკავდა და თავის გოგონას ზღაპარს უყვებოდა. ამ წიგნში სწორედ სინიორ ბიანკის ზღაპრებია თავმოყრილი.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button