ჟან-ჟაკ რუსო – პოლონელებს
“თქვენ გიყვართ თავისუფლება; თქვენ მისი ღირსნი ხართ; თქვენ ის დაიცავით ძლევამოსილი და ცბიერი აგრესორისგან, რომელიც ფარისევლურად გთავაზობდათ მეგობრობას, სინამდვილეში კი მონობის ბორკილებით გამძიმებდათ. ახლა, სამშობლოს სნეულებით დაღლილნი, თქვენ სიმშვიდეს ეძებთ. ვფიქრობ, ეს ადვილად მისაღწევია; მაგრამ რთული მისი თავისუფლებასთან ერთად შენარჩუნებაა. ის პატრიოტული სულები, რომელთაც მონობის უღელისაგან დაგიხსნეს, სწორედ იმ ანარქიის აკვანში დაიბადა, რომელიც თქვენ გძულთ. ისინი ლეთარგიულ ძილში იძირებოდნენ; ქარიშხალმა ისინი გამოაფხიზლა. დაამსხვრიეს რა ბორკილები, რომლებიც მათთვის მზადდებოდა, ისინი დაღლილობის სიმძიმეს შეიგრძნობენ. მათ დესპოტიზმის სიმშვიდისა და თავისუფლების სიტკბოს შეხამება განუზრახავთ. ვშიშობ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებს ეძებენ. მყუდროება და თავისუფლება შეუთავსებელია; აუცილებელია გააკეთო არჩევანი ერთსა და მეორეს შორის.”
— ჟან-ჟაკ რუსო პოლონელებს, “განსჯანი პოლონეთის მმართველობის შესახებ”
თარგმანი გრიგოლ გეგელიასი