ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ი 5300 დოლარს ზემოთაა, Altcoin-ები კი სხვადასხვა სიგნალს აფიქსირებენ

ტოპ-20 კრიპტოვალუტაზე უმნიშვნელო მოგებები და 2%-მდე დანაკარგები შეინიშნება, Bitcoin-ი 5300 დოლარიან ნიშნულს ზევითაა.

ბაზრის ვიზუალიზაცია

CoinMarketCap-ის მონაცემებით, Bitcoin-ი ერთ დღეში 1%-ით გაიზარდა და წერის მომენტში 5342 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის თანახმად კრიპტოვალუტის ფასი 5%-ით გაიზარდა.

image.png

Bitcoin-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap 

Ether (ETH) ინარჩუნებს ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით თავის ლიდერ პოზიციას Altcoin-ებში – კაპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის 18,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. სიდიდით მეორე Altcoin-ი XRP წერის მომენტში წარმოდგენილი იყო 13,8 მლრდ დოლარიანი ბაზრის კაპიტალიზაციით. 

CoinMarketCap-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ ETH დაახლოებით ნახევარი პროცენტით გაიზარდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. წერის პერიოდში იგი დაახლოებით 173 დოლარად იყიდებოდა. კვირეული გრაფიკის მიხედვით, ETH-ის ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა. 

image.png

 

ETH-ის შვიდდღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap 

XRP პირიქით შემცირდა დაახლოებით ნახევარი პროცენტით ბოლო 24 საათში და წერის მომენტში იგი იყიდებოდა დაახლოებით 0,329 დოლარად. კვირის განმავლობაში ეს მონეტა 1,2%-ით გაიზარდა. 

image.png

  

XRP-ის შვიდდღიანი გრაფიკი.წყარო: CoinMarketCap 

ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით 20 უმსხვილეს კრიპტოვალუტას შორის შეიმჩნევა უფრო რადიკალური ცვლილებებიც ფასების მხრივ. მაგალითად, Binance Coin-ი, რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს, დღის განმავლობაში გაიზარდა 3%-ით, კვირის მანძილზე კი მისმა ფასმა 33%-ით მოიმატა. 

წერის პერიოდში ყველა კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენდა 181 მილიარდ დოლარს. ეს მაჩვენებელი 4 პროცენტით მეტია იმ მაჩვენებელზე, რაც გასულ კვირაში ფიქსირდებოდა. 

image.png



ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია, 7-დღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap 

მიმდინარე კვირაში Cointelegraph წერდა, რომ ციფრული აქტივების ფონდი Adamant Capital ირწმუნება – კრიპტოვალუტების დათვური ბაზრის ტენდენცია ირღვევა და საბოლოო სტადიაში იმყოფება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button