ახალი ამბებიმეცნიერებასაზოგადოებატექნოლოგიაჯანმრთელობა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი გაჯეტებსა და ბავშვების გონებრივ განვითარებას შორის

თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიებს 2-3 წლიდან ეცნობიან: იყენებენ პლანშეტებსა და სმარტფონებს და ა.შ. მობილური მოწყობილობების მწარმოებლები როგორც არ უნდა გვარწმუნებდნენ საპირისპიროში, გაჯეტების გადამეტებული გამოყენება ბავშვების კოგნიტურ განვითარებაზე უარყოფითად აისახება. კანადელი მეცნიერები წლების განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ რამდენად ძლიერად ხდება ამგვარ ბავშვებში გონებრივი შესაძლებლობების შეფერხება.

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 2500 ბავშვი. შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშებმა, ვინც სხვებზე დიდხანს ისხდნენ ეკრანების წინ 2-3 წლიანი ასაკის პერიოდში, ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს განვითარების ტესტებში. ტესტირება მათ 4-5 წლის ასაკში ჩაუტარდათ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს მხოლოდ შემეცნებით მასალებს ვაყურებინებთ ელექტრონული მოწყობილობებით, კოგნიტური შესაძლებლობების განვითარება მაინც ფერხდება.

მეცნიერები ერიდებიან ცალსახად ამტკიცონ, რომ ელექტრონული მოწყობილობები ნეგატიურად მოქმედებენ ბავშვთა გონებრივ განვითარებაზე, თუმცა არ უარყოფენ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას. ექსპერიმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ თითოეული ბავში ინდივიდუალურია და თუკი მას თავდაპირველად კარგი კოგნიტური შესაძლებლობები ჰქონდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მაჩვენებლები პლანშეტებისა და ტელევიზორების გავლენით გაუარესდება.

Source
overclockers.ge
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close