ანიმე ნარუტო – მანგეკიო შარინგანი
მანგეკიო შარინგანი (万華鏡写輪眼) შარინგანის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომლის გააქტიურება უჩიჰას კლანის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელმა შეძლო. მანგეკიო შარინგანს კაკაში ჰატაკეც ფლობს.
მიმოხილვა
მანგეკიო შარინგანს საყვარელი ადამიანის სიკვდილით განცდილი ემოცია ააქტიურებს, რის გამოც უჩიჰას კლანის წარმომადგენლები თავიანთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს საკუთარი ხელით ხოცავდნენ. მანგეკიო შარინგანის გასააქტიურებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ძლიერი ემოციის განცდას ენიჭება. მხოლოდ ადამიანის მოკვლა მას ვერ გააღვიძებს.
მანგეკიო შარინგანი მფლობელს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ანიჭებს. მას ცხრაკუდიანი მელიის მართვის უნარიც აქვს, რაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მადარა უჩიჰამ და ობიტო უჩიჰამ გამოავლინეს. მანგეკიო შარინგანზე ჩვეულებრივი შარინგანისგან განსხვავებული ნახატია გამოსახული, კერძოდ, ტომოეებს აქ სხვა ფორმა აქვთ. თვალის ყველა წყვილს თავისი უნიკალური ნახატი აქვს, რაც არ მეორდება.
მანგეკიო შარინგანის ხშირი გამოყენება თვალს აზიანებს და გარკვეული დროის შემდეგ სრულ სიბრმავეს იწვევს. მხედველობის აღდგენა სხვისი მანგეკიოს გადანერგვის ხარჯზეა შესაძლებელი, რის შედეგადაც მუდმივი მანგეკიო შარინგანი წარმოიქმნება. ჰაშირამა სენჯუს დეენემის გადანერგვით მადარა უჩიჰამ თავისი მუდმივი მანგეკიო შარინგანის რინნეგანად გარდაქმნა შეძლო, რაც გადანერგვიდან წლების შემდეგ, მადარას სიცოცხლის მიწურულს მოხდა.
ვარიანტები
იტაჩი უჩიჰა – მანგეკიო შარინგანი მას შისუის თვითმკვლელობის შედეგად გაუაქტიურდა, რამაც მას სამი ძლიერი ტექნიკა შესძინა: სუსანოო, ცუკუიომი და ამატერასუ.
ობიტო უჩიჰა – ეს დოძიუცუ მას რინ ნოჰარას სიკვდილმა გაუაქტიურა. მისი უნიკალური ტექნიკაა კამუი, რითაც იგი სხვა განზომილებაში ახერხებს გადასვლას. გარდა ამისა, მას ცხრაკუდიანის მართვა შეუძლია.
კაკაში ჰატაკე – მანგეკიო შარინგანი მას ობიტოსთან ერთად, რინ ნოჰარას სიკვდილით გაუაქტიურდა[, რამაც მას კამუი შესძინა. ამ დოძიუცუს გამოყენება კაკაშის დიდ ძალისხმევას საჭიროებს, ვინაიდან იგი უჩიჰას კლანს არ განეკუთვნება და, შესაბამისად, შარინგანი გადანერგილი აქვს.
მადარა უჩიჰა – თავის ძმასთან, იზუნასთან ერთად იგი ისტორიაში პირველი იყო, რომელმაც მანგეკიო შარინგანი გააღვიძა, რითაც მან სუსანოოსა და ცუკუიომის გამოყენება და ცხრაკუდიანის მართვა შეძლო. სხვა პერსონაჟების სუსანოოებისგან განსხვავებით, მისი ეს ტექნიკა „სრულყოფილია“.
იზუნა უჩიჰა – მადარასთან ერთად მან პირველმა გაიაქტიურა მანგეკიო შარინგანი. მოგვიანებით, მხედველობის აღდგენის მიზნით მადარამ იზუნას თვალები გამოიყენა.
შისუი უჩიჰა – უცნობია, თუ როგორ გაიაქტიურა მან თავისი დოძიუცუ. მის უნიკალურ ტექნიკას კოტოამაცუკამი წარმოადგენდა.
სასკე უჩიჰა – მანგეკიო შარინგანი მას ძმაზე სიმართლის გაგებით განცდილმა ემოციამ გაუაქტიურა. სასკე სუსანოოს, ამატერასუსა და ცუკუიომის ფლობს, რაც, დანზო შიმურას განცხადებით, იტაჩის ცუკუიომიზე ბევრად სუსტია. იტაჩის თვალების გადანერგვით მან მუდმივი მანგეკიო შარინგანი შეიძინა.