ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – ჰოკაგე

ჰოკაგე (火影, ქართ. „ცეცხლის ჩრდილი“) კონოჰაგაკურეს კაგეს ეწოდება, რომელიც ერთ-ერთია შინობთა ხუთი დიდებული ქვეყნის დამალული სოფლების კაგეებს შორის. ჰოკაგე კონოჰაგაკურეს ლიდერია და მის ფარგლებში ყველაფერს მართავს. ამასთან, იგი სოფლის უძლიერეს შინობად მიიჩნევა.

აღნიშნულ ტიტულს მხოლოდ ის იმსახურებს, ვისაც მტკიცე ხასიათი, გამორჩეული გამჭრიახობა და ექსტრაორდინალური შესაძლებლობები გააჩნია.

ჰოკაგეს სათათბირო ორგანოა კონოჰას საბჭო, რომლის წევრები მას სოფლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში ეხმარებიან.

ისტორიის მანძილზე კონოჰაგაკურეს შვიდი ჰოკაგე ჰყავდა, რომელთაგან პირველი იყო ჰაშირამა სენჯუ, მეორე − ტობირამა სენჯუ, მესამე − ჰირუზენ სარუტობი, მეოთხე − მინატო ნამიკაზე, მეხუთე − ცუნადე, მეექვსე − კაკაში ჰატაკე, ხოლო მეშვიდე − ნარუტო უზუმაკი.

წყარო
https://naruto.fandom.com/

მსგავსი ჩანაწერები

ერთი კომენტარი

კომენტარის დამატება

Back to top button