ფილოსოფია

თამარ ბობოხიძე – ჟან ლამარკისა და ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I” სტუდენტი

ევოლუცია, ამ სიტყვის ფართო გაგებით, დროთა განმავლობაში რთული სისტემების სახეცვლილებას ნიშნავს. ხოლო ტერმინი ბიოლოგიური ევოლუცია გულისხმობს _ ნიშნებისა და თვისებების მემკვიდრეობით ცვლილებებს თაობიდან თაობაში. ბიოლოგიურმა ევოლუციამ განვითარების დიდი და რთული გზა განვლო. ჩნდებოდა და მოწმდებოდა მრავალი ჰიპოთეზა. ცოცხალი ორგანიზმების წარმოშობაზე ინტერესდებოდნენ ისეთი მეცნიერები, როგორც: ანკასკაგორი, ემპედოკლე, არისტოტელე, დემოკრიტი, ტიტ ლუკიცი კარი, კარლ ლინეი და სხვა. თუმცა არც ერთმა მეცნიერმა არ მისცა საზოგადოებას დამაკმაყოფილებელი ახსნა, თუ რატომ და როგორ აღწევენ სახეცვლილებას ესა თუ ის ინდივიდები.

ჟან ბატისტ ლამარკის ევოლუციური თეორია

ჟან ბატისტ ლამარკი მიიჩნევა ფუძემდებლად ევოლუციური თეორიისა, რომელიც საკუთარ წიგნში “ზოოლოგიის ფილოსოფია”-ში ჩამოაყალიბა. ლამარკმა პირველმა დაასაბუთა ერთიანი ევოლუციის თეორია ორგანულ სამყაროში. საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებისთვის, ლამარკი ეყრდნობოდა შემდეგს: არსებული ნაირსახეობები ორ სახეობას შორის; დიაგნოსტიკის სირთულეები სხვა და სხვა სახეობაში და ბუნებაში მრავალი “საეჭვო ინდივიდების” არსებობა; ინდივიდების სახეცვლილებები სხვა ეკოლოგიურ თუ გეოგრაფიულ სივრცეში გადასვლისას; ჰიბრიდიზაცია, განსაკუთრებით სახეობათაშორისი.

ლამარკის თეორიას საფუძვლად უდევს წარმოდგენა გრადაციაზე – შინაგანი “სწრაფვა სრულყოფილებისაკენ”, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებს. გრადაციის რეზულტატია – ცოცხალ ბuნებაში, სხვადასხვა სირთულის ხარისხით, ორგანიზმების თანაარსებობა, რომლებიც თითქოს და ქმნიან ცოცხალი არსებების იერარქიულ კიბეს.

ინდივიდების სახეცვლილებების მთავარ ფაქტორად ლამარკი გარე სამყაროს ზემოქმედებას მიიჩნევდა, რომელიც გრადაციის სისწორეს არღვევს: გრადაცია მჟღავნდება მაშინ, როდესაც გარე სამყარო სტაბილური და უცვლელია; ნებისმიერი ცვლილება აიძულებს ორგანიზმს შეეგუოს ახალ გარემოს (რომ არ დაიღუპოს). ამით ირღვევა ორგანიზმების ცვლილებები პროგრესისკენ და სხვა და სხვა ევოლუციური ხაზი შეჩერებულია პრიმიტიულ დონეზე.

ლამარკმა გამოკვეთა სახეცლილების ორი ფორმა:
– პირდაპირი – მცენარეებისა და ცხოველების სახეცლილება გარე სამყაროს ზემოქმედებით;
– ირიბი – ცვლილებები უმაღლეს ცხოველებში, რომლებსაც აქვთ განვითარებული ნერვული სიტემა, ჰოლო მისი მეშვეობით გამოიმუშავება ჩვევები (მაგ., თავდაცვა).

ჟან ლამარკმა გაანალიზა, ასევე, ევოლუციის მეორე ფაქტორი – მემკვიდრეობითი. მეცნიერი აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ცვლილებები (თუ ისინი მეორდება თაობიდან თაიბაში) გამრავლებისას მემკვიდრეობით გადაიცემა. ამით სახეობის ნიშან-თვისებები გარდაიქმნება.

საკუთარი აზრები, ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე, ლამარკმა ორ კანონად ჩამოაყალიბა: პირველს შეიძლება სახეცლილებების კანონი ვუწოდოთ, სადაც მეცნიერი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ორგანოს განვითარება დამოკიდებულია მის ფუნქციაზე, წვრთნის ინტენსივობაზე და ასევე იმაზე, რომ ცვლილებებს უფრო საგრძნობლად განიცდიან ახალგაზრდა ორგანიზმები. ლამარკი უარყოფს მეტაფიზიკურ ახსნას, რომ ცხოველების ფორმა არაცვალებადია და განსაზღვრული გარემოსთვის არის შექმნილი. მეორე კანონია – მემკვიდრეობითი. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ლამარკმა ერთ-ერთმა პირველმა გაანალიზა მემკვიდრეობა, როგორც ევოლუციის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ჟან ლამარკმა სცადა დაემტკიცებინა ის, რომ ადამიანი უმაღლესი “ოთხხელება მაიმუნის” შთამომავალია. ადამიანის შორეული წინაპრები თავდაპირველად ხეზე ბინადრობდნენ, შემდეგ კი მიწაზე ჩამოვიდნენ. მათმა სხეულებმა ვერტიკალური ფორმა მიიღო. ახალმა გარემომ და შესაბამისად ახალმა მოთხოვნილებებმა, ორგანოების (თავის ქალისა და ყბის ფორმის და სხვა) ადგილების შეცვლა განაპირობა. ასე, ოთხხელება არსებიდან, წარმოიშვა ორხელება არსება – ადამიანი. ამგვარად, ლამარკი განიხილავს ადამიანს, როგორც ბუნების ნაწილს, გვიჩვენებს მის ანატომო-ფიზიოლოგიურ მსგავსებებს ცხოველებთან.

ჟან ლამარკმა პირველმა დაამუშავა ერთიანი ევოლუციური თორია ორგანულ სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე მარტივი ფორმებიდან, რომლებიც არაორგანული მატერიებიდან წარმოიშვა, თანამედროვე მაღალგანვითარებულ ცხოველებისა და მცენარეების სახეობებამდე. ლამარკის დამსახურება ასევე ის არის, რომ მან პირველმა შემოგვთავაზა ცხოველების კლასიფიკაცი გენეოლოგიურად, რომელიც აგებულია მონათესავე ორგანიზმების პრინციპებზე.

ჩარლზ დარვინის ევოლუციური თეორია

ჩარლზ დარვინის თეორია, რომელიც ცნობილია როგორც “ბუნებრივი შერჩევის თეორია”, არის XIX საუკუნის სამეცნიერო მწვერვალი. მეცნიერმა გამოჰყო ორი მთავარი ფორმა ორგანიზმების სახეცლილებებისა: განსაზღვრული და არაგანსაზღვრული. ცვლილებებს შიძლება ვუწოდოთ განსაზღვრული, თუ ყველა, ან თითქმის ყველა, შთამომავლობის ინდივიდი ერთსა და იმავე ცვლილებას განიცდის. ხოლო, არაგანსაზღვრულ ცვლილებებში დარვინი გულისხმობდა იმ უამრავ სხვადასხვა მცირე განსხვავებებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განასხვავებს ერთსა და იმავე სახეობის ინდივიდებს. დარვინი ამბობს, რომ არაგანსაზღვრული ცვლილება არის უფრო გავრცელებული, ვიდრე განსაზღვრული, და ასევე ის, რომ არაგანსაზღვრულმა უფრო დიდი როლი ითამაშა შინაური ცხოველების ჯიშის წარმოქმნაში. ორგანიზმი, რომელმაც რაიმე სახის ცვლილება განიცადა, ცვალებადობისადმი მისწრაფებას გადასცემს მომავალ თაობასაც. ეს არის ე.წ. მიმდინარეობითი ცვლილებები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ევოლუციურ გარდაქმნებში.

დარვინმა ასევე ყურაღება გაამახვილა ორგანიზმში არსებულ გარკვეულ თანაფარდობაზე (კორელაცია) სხვადასხვა სტრუქტურებს შორის; ერთ-ერთი სტრუქტურის შეცვლისას, კანონზომიერად იცვლება მეორეც – ეს არის თანაფარდობითი, ან კოლერატიული სახეცვლილება. ამგვარი კოლერაციების მაგალითად დარვინმა თეთრი კატების სიბრმავე მოიყვანა, რომლებსაც ცისფერი თვალები აქვთ; ასევე მცენარეების შხამიანობა თეთრ ცხვრებსა და ღორებისთვის მაშინ, როდესაც ამავე სახეობის შავი შეფერილობის ცხოველებისთვის ეს მცენარეები უსაფრთხოა.

ვინაიდან და რადგანაც, ცვლილების ძირითად ფორმად, დარვინის მიხედვით, მიიჩნევა არაგანსაზღვრული, ცხადია, რომ ორგანიზმების მხოლოდ მემკვიდრეობით ცვლილებების აღიარება არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ აეხსნათ პროცესი, რომელიც ცხოველების ახალ ჯიშებს წარმოქმნიდა. აუცილებელი იყო მიეთითად ძალა, რომელიც ინდივიდების უმნიშვნელო ცვლილებების საფუძველზე აყალიბებს მყარად მნიშვნელოვან თვისებებს. ამ კითხვაზე პასუხი, დარვინმა სელექციონირების პრაქტიკაში ნახა, რომლებიც ახდენენ ხელოვნურ შერჩევას იმ ინდივიდების ჯიშებზე, რომლებსაც აქვთ ადამიანისთვის საინტერესო თვისებები. ამ შერჩევის შედეგად, ეს თვისებები თაობიდან თაობაში სულ უფრო და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება. თუ XIX საუკუნის სელექციონირები ატარებდნენ მეთოდიკურ და მიზანმიმართულ შერჩევას, ურო ადრეულ პერიოდში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებდა მისთვის სასარგებლო ცხოველების მოშინაურებას, პირველყოფილი მეურნეები გაუცნობიერებლად ხელოვნურ შერჩევას ატარებდნენ. ისინი ცდილობდნენ ცხოველებისა და მცენარეების იმ ჯიშების შენარჩუნებას, რომლებიც მათ გამოადგებოდათ. ასე ყალიბდებოდა შინაური ცხოველების პირველი სახეობები.

დარვინმა მიუთითა პირობები, რომლებიც ხელოვნური შერჩევისთვის დამაკმაყოფილებელია: 1. ორგანიზმის მიდრეკილება ცვლილებებისკენ; 2. მაღალი რიცხვი ინდივიდებისა, რომლებმაც უნდა განიცადონ შერჩევა; 3. სელექციონერის ხელობა; 4. შემთხვევით შეჯვარების აცილება იმ ინდივიდებში, რომლებაც შერჩევა უნდა განიცადონ.

შინაური ცხოველების ჯიშების გაანალიზებისას, დარვინმა დაასკვნა,რომ ყველა სახეობა შინაური ცხოველებისა, როგორიც არ ინდა იყოს განსხვავება მათ შორის, წარმოიშობა ველური ცხოველების ჯიშისაგან. აქედან აგმომდინარე, შერჩევის დროს ადამიანი საგრძნობლად ამრავალეროვნებს ორგანიზმების ფორმებს.

ერთსა და იმავე ჯიშის ინდივიდებს შორის მრავალფეროვანი განსხვავებები მალე უფრო მტკიცე განსხვავებებში გადაიზრდება. თავის მხრივ, ისინი კიდევ უფრო მტკიცე განსხვავებებად ყალიბდება ახლა უკვე მსხვილ დაჯგუებებში _ ქვესახეობებში. ამგვარად, ინდივიდუალური ცვლილებები გადაიზრდება ჯგუფურ ცვლილებებში. აქედან დარვინმა დაასკვნა, რომ ინდივიდუალური ცვლილებები ინდივიდებში წარმოადგენენ საფუძველს ნაირსახეობების აღმოცენებისა. ნაირსახეობები, მათ შორის განსხვავებების დაგროვებისას გარდაისახება ქვესახეობებად, ხოლო ისინი, თავის მხრივ, ცალკე ჯიშებად.

ჩარლზ დარვინმა ევოლუციური თეორიის ყურადღების ცენტრში დააყენა არა ცალკეული ორგანიზმები (როგორც ლამარკმა), არამედ ბიოლოგიური სახეობები, ანუ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ _ ორგანიზმების პოპულაციები. პოპულაციური მიდგომა საშუალებას იძლევა მართებულად შეფასდეს ორგანიზმების სახეცვლილებების მასშტაბები და ფორმები.

ამის შემდეგ, დარვინი იწყებს ბუნებრივ შერჩევაზე მუშაობას. ბუნებრივი შერჩევა წარმოადგენს ინდივიდებში სასარგებლო სხვაობების შენახვას, ან უსარგებლო სხვაობების შეცვლასა და განადგურებას. ბუნებრივი შერჩევა არის ფაქტორი ევოლუციური ცვლილებებისა არა ცალკე ორგანიზმებისთვის, არამედ მათი პოპულაციებისთვის.

ბუნებრივი შერჩევის ფორმაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბრძოლას არსებობისთვის. ტერმინში “ბრძოლა არსებობისთვის” (struggle for existence) დარვინი გულისხმობს: არსებობა _ არა მხოლოდ არსებობა ინდივიდისა, არამედ მისი სწრაფვა შთამომავლობის გასაგრძელებლად; ბრძოლა _ კონკურენცია, რომელიც ხშირად პასიურ ფორმებში გვხვდება.

ბუნებრივ შერჩევას ხელს უწყობს: 1. დროის ფაქტორი; 2. მაღალი ცვლადობა; 3. ერთი ჯიშის ინდივიდების მრავალრიცხვიანობა; 4. ეგო არეალის მასშტაბურობა. დარვინი ხაზს უსვამს იმას, რომ ბუნებრივი შერჩევა უნდა ხდებოდეს უფრო ეფექტურად ვიდრე ხელოვნური, რადგან პირველ რიგში ბუნებას აქვს უფრო მეტი დრო, ვიდრე ადამიანს; მეორე, ადამიანი, რომელიც ხელოვნურ შერჩევას ახორციელებს ყურადღებას აქცევს ცხოველებისა და მცენარეების გარეგნულ თვისებებს მაშინ, როდესაც ბუნებრივი შერჩევისთვის აუცილებელია ორგანიზმის ყველა დეტალი; მესამე, ხელოვნური შერჩევა ხორციელდება ადამიანის მოთხოვნილებებისთვი, ხოლო ბუნებრივი არჩევს თვისებებს, რომლებიც აუცილებელია თვითონ ორგანიზმისთვის; და მეოთხე, ბუნებრივი შერჩევა ხორციელდება უფრო ხისტად ვიდრე ხელოვნური.

დარვინის მიხედვით, ბუნებრივი შერჩევა წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ძალას, რომელიც მართავს ევოლუციურ პროცესს და კანონზომიერად განაპირობებს ორგანიზმის შეგუებას, ასევე პროგრესულ ევოლუციასა და მრავალფეროვანი ჯიშების რიცხვის ზრდას.

ამგვარად, ჩარლზ დარვინის თეორიამ მოგვცა ორგანიზმების ევოლუციის პრობლემების ლოგიკური და მტკიცე მატერიალისტური ახსნა. თანამედროვე ევოლუციის თეორიას საფუძვლად სწორედ დარვინის თეორია უდევს. თავის მხრივ, ლამარკის თეორია ჩარლზ დარვინისთვის წარმოადგენდა ბიძგს ახალი თეორიის ჩამოსაყალიბებლად.

გამოყენებული მასალა:

1. Ж.Б. Ламарк “Философия зоологии”
2. Ч. Дарвин “О происхождении видов путём естественного отбора или сохранении благоприятных пород в борьбе за жизнь”
3. Н.Н Иорданский “Эволюция жизни”
4. Гангус А. “Эволюция для всех”
5. macroevolution.narod.ru
6. charles-darwin.narod.ru

კურსის ლექტორები:
თენგიზ ვერულავა, თაზო თოხაძე

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button