პოეზია

კონსტანტინე გამსახურდია – ფრიდრიჰ ნიცშეს

იყო გოლგოთა, ვაიმარი და სილს მარია.
ახალი დროის მატიანე შენ მოგინდება,
შენ გვაგრძნობინე, სინამდვილე რომ სიზმარია,
რომ ახლოვდება ძველ ღმერთების შემობინდება.
ანთიხარ ისე… (მაგრამ ნეტავ ვის შეგადარებ)
ჩემს გულში ცეცხლი უხილავი, უცხო მშვენების
და ამიტომაც მირაჟების და მოჩვენების
სისხლიან მასკებს დაფარულად გულში ვატარებ.
შენ ამ სამყაროს უდუელოდ ვერ შეეთვისე,
წახვედი სოფლის ვარამისგან გულგამეხილი.
წმინდა ფრიდრიჰი და ჯვარცმული ხარ დიონისე,
ჭაბუკი მუხა, გრიგალისგან გადატეხილი.
ო, შუა გზაზე რა ძნელია შემოღამება,
რომ უკვდავებით შეისყიდო ქვეყნის წამება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button