Mercedes-Benz-მა შეიმუშავა „ჰიპერეკრანი“ ელექტრომობილების მონაცემთა დაფის ჩასანაცვლებლად
Mercedes-Benz-მა წარადგინა სიახლე – უზარმაზარი, 140-სანტიმეტრიანი რკალისებრი პანელი MBUX Hyperscreen, რომელიც განკუთვნილია სამომავლო ელექტრო სედან EQS-ისთვის. იგი ჩაანაცვლებს ავტომობილის ფრონტალურ პანელს და მასში გაერთიანებული იქნება მოწყობილობები, მულტიმედია ნაკრები, ნავიგაცია და ბევრი სხვა სისტემა.
OLED-დისპლეის ზედაპირზე დატანილია დამცავი მინა Gorilla Glass. სიკაშკარის რეგულირებაზე პასუხისმგებელია კამერა და განათების სენსორი, მთლიანად MBUX Hyperscreen-ის მუშაობას კი მართავს ბორტ-კომპიუტერი 8-ბირთვიანი პროცესორითა და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით, შედეგად უზრუნველყოფილია მოწყობილობის წარმადობის მაღალი დონე. ამ ყველაფერს ემატება ეკრანის მიღმა დამალული 12 მამოძრავებლის საფუძველზე არსებული უკუკავშირის ტაქტილური სისტემა.
MBUX Hyperscreen – ეს იქნება მძღოლისა და მგზავრების ელექტრომობილთან ურთიერთქმედების ორგანიზების სრულიად ახალი მიდგომის მაგალითი. რა თქმა უნდა, უნიკალური ეკრანი ასევე უზრუნველყოფს გასართობი კონტენტის გამოყენების ახალ დონეს.
ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/35xAw5F