გამონათქვამებიმოტივაციაფილოსოფია

დიდი ფილოსოფოსების დამაფიქრებელი აზრები

ბედნიერება და თავისუფლება იწყება ერთი პრინციპის სწორი გააზრებით: ზოგ რამის კონტროლი ჩვენ ხელთაა, ზოგის კი არა.

ეს თქვა ეპიქტეტუსმა, ერთ-ერთმა უდიდესმა სტოიკოსმა ფილოსოფოსმა, რომელიც ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში მოღვაწეობდა. ეპიქტეტუსმა თავისი ცხოვრება მონის სტატუსით დაიწყო, თუმცა მოახერხა თავისუფლების მოპოვება, მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, თუ როგორი ჭკვიანი იყო ის.

ამ ნათქვამის ძირეული იდეაა, რომ არის რაღაცები რისი შეცვლაც შეგვიძლია და არის რაღაცები, რასაც ვერ შევცვლით. და თუ გვინდა უფრო ნაყოფიერი და მშვიდობიანი ცხოვრება გვქონდეს, დრო არ უნდა დავკარგოთ კედელზე თავის რტყმაში (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) და იმის გაკონტროლების მცდელობაში, რაც არ შეგვიძლია.

შენ ვერ გააკონტროლებ, თუ რას ფიქრობენ სხვები, რას ამბობენ და რას აკეთებენ. ვერ გააკონტროლებ იმას, თუ რა იწვევს სხვებში შთაგონებას. თუმცა, შენ შეგიძლია ისწავლო, თუ რა აღძრავს სხვებში მოტივაციას და შენი მცდელობები იმ რაღაცისკენ მიმართო. შენ შეგიძლია სხვებზე ზემოქმედების ქონა. თუმცა ზემოქმედება არ არის კონტროლი.

რისი გაკონტროლება შეგიძლია? საკუთარი მისწრაფებების, ფიქრების, მოტივაციების და მოვლენებზე შენი რეაქციების. ეპიქტეტუსი ასევე გვეუბნება, რომ ჩვენ ზიანს გვაყენებს არა სხვებისგან წამოსული სიტყვები, არამედ ჩვენი რეაქციები, რომლებითაც მათ ნათქვამს ვიღებთ.

ჩვენ გვაზიანებს არა მოვლენები, არამედ ჩვენივე რეაქცია ამ მოვლენების მიმართ. ეს მაშინ ხდება, როცა სწორად მომზადებულები ვერ ვხვდებით ამა თუ იმ მოვლენას.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ გავაუმჯობესოთ ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია და მივიღოთ ის ისევე, როგორცა არის, რისი შეცვლაც არ ძალგვიძს.

მე რომ ექიმი ვიყო და შემეძლოს მხოლოდ ერთი წამლის გამოწერა ყველა დაავადებისათვის, მე გამოვწერდი სიჩუმეს. თანამედროვე სამყაროში, ღმერთის სიტყვა რომ გაჟღერებულიყო, როგორ გავიგონებდით მას, ასეთ ხმაურში.

ამას ამბობდა სიორენ კირკეგორი, დანიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი, რომელსაც ხშირად პირველ ეგზისტენციალისტად აღიქვამენ.

მისი სიტყვები დღევანდელობას უფრო შეესაბამება, ვიდრე მის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ 1800-იანებში გაჟღერდა.

ჩვენ ვცხოვრობთ ცხოვრებით, რომელიც სავსეა ხმაურით და გაურკვევლობებით. ჩვენ მას კარს ვუღებთ და მასზე დამოკიდებულებიც კი ვხდებით. დავფიქრდეთ, რამდენი ჩვენგანი ვერ გაძლებს 15 წუთსაც კი საკუთარი ტელეფონის გამოყენების გარეშე.

ღმერთი ჩვენთან საუბარს ცდილობს?

რა? ღმერთის არ გწამს?

მას თუ შენი სწამს და შენთან საუბარი უნდა, გაიგონებ კი მის ხმას?

შეგვიძლია ყველანაირ ხმაურს და შფოთვას გამოვეთიშოთ იმ დროით, რომ შევძლოთ გაგონება? იმ შემთხვევაში თუ ის ძალიან წყნარად გვესაუბრება?

ან თუნდაც იმისათვის, რომ სამყაროს დავუგდოთ ყური.

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, ადრე ადგომაა. ტონობით მელანი დახარჯულა დილის რუტინების შედგენაზე. და რატომ? რადგანაც ისინი მუშაობს. რატომ?

სიწყნარეა. სანამ გარეთ ყველაფერი განათდება და საცობები დაიწყება საუკეთესო დროა იმისათვის, რომ იფიქრო, მედიტირდე, დაწერო.

კრეატიული ადამიანების უმეტესობა გეტყვით, საინტერესო რაღაცები დილით ხდება.

ადექი დილით, შეიქმენი სიწყნარე და შემდეგ, უბრალოდ მოუსმინე მას.

მომზადებულია Steven Yates-ის სტატიის მიხედვით.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button