ახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

კოსმოსური ტურიზმი, ბიოსაწვავი და სხვა მაღალტექნოლოგიური სიახლეები

მალე კაცობრიობა საფრენ აპარატებში მცენარეულ საწვავს გამოიყენებს, ყოველ შემთხვევაში, ვითარება ამისკენ მიდის. სულ რამოდენიმე დღის წინ ავიაკომპანია Etihad Airways-მა განახორციელა პირველი კომერციული რეისი თვითმფრინავით, რომელიც ბიოსაწვავზე მუშაობდა: ეს საწვავი დამზადებულია მარილის მაღალი შემცველობის მქონე მცენარისგან (მცენარე ზღვის სანაპირო ზოლიდან, რომელსაც მარილის მაღალი კონცენტრაცია აქვს). უფრო დეტალურად კი – ბიოსაწვავი გააზავეს 50/50-ზე საავიაციო ნავთთან: მხოლოდ სუფთა ბიოსაწვავზე ჯერჯერობით შეუძლებელია თვითმფრინავმა იმუშაოს.

ამ მიმართულებით გეგმები აქვს ნიდერლანდებსაც. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სურს ქვეყნის მთელი სამხედრო ავიაცია ბიოსაწვავზე გადაიყვანოს. თავდაპირველად ყველა სამხედრო თვითმფრინავი იფრენს ოცპროცენტიანი ბიოსაწვავით, თანდათანობით კი მისი შემადგენლობა 70%-მდე გაიზრდება.

ამასობაში, კერძო კომპანია Blue Origin-მა, რომლის მფლობელიც მილიარდერი ჯეფ ბეზოსია, წარმატებით განახორციელა რაკეტა New Shepard-ის გაშვება, შემდეგ კი ეკიპაჟისთვის განკუთვნილი კაფსულის დაშვება. ეს პირველი ფრენაა New Shepard-ისთვის 2019 წელს, ჯამში კი უკვე მეათე წარმატებული მცდელობაა კომპანიისთვის.

New Shepard – ეს მრავალგზის გამოყენებადი რაკეტაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი სისტემის ნებისმიერი ელემენტის აღდგენა შესაძლებელია მეორადი გამოყენებისთვის. რაკეტა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ამაჩქარებელი (გამწევი რაკეტა) და კაფსულა, რომელშიც მგზავრები მოთავსდებიან. რაკეტა კი მათ დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს.

New Shepard-ის თითოეულ მგზავრს ბილეთში 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს. რაკეტის წინამორბედი მოდიფიკაცია კოსმოსში ხუთჯერ გაფრინდა, 2016 წელს კი კომპანიამ იგი ახალი ვერსიით ჩაანაცვლა. 

გსურთ დღის განმავლობაში თექვსმეტჯერ იხილოთ მზის ჩასვლა-ამოსვლა? საკუთარი სხეულით შეიგრძნოთ მიკროგრავიტაციის ეფექტები და დატკბეთ ჩვენი პლანეტის ფანტასტიური ხედებით? სავსებით სარწმუნოა, რომ 2021 წელს ადამიანებს უკვე ექნებათ ამის „საშუალება“ – ეს სიამოვნება 9,5 მილიონი დოლარი ეღირება.  

სწორედ ამ რაოდენობის თანხად აფასებს ამერიკული კომპანია Orion Span-ი შესაძლებლობას –  მგზავრმა 12 დღე-ღამე გაატაროს Aurora Station-ის ბორტზე – ეს არის პირველი, ლუქსის ტიპის კოსმოსური სასტუმრო, რომლის გახსნაც ორ წელიწადში იგეგმება. კოსმოსური სასტუმრო Aurora Station-ი იქნება მოდულიანი სადგური, სადაც მოთავსდება 6 ადამიანი –  4 ტურისტი და ორიც – ეკიპაჟის წევრი. როგორც დაგეგმილია, იგი განთავსებული იქნება დედამიწიდან 320 კილომეტრ სიმაღლეზე. 

image.jpeg

სასტუმროს სტუმრები შეძლებენ დატკბნენ მზის ამოსვლით, ამავე დროს მუდმივი წვდომა ექნებათ ახლობლებთან დედამიწაზე (განსაზღვრულია, რომ წვდომას მაღალსიჩქარიანი WiFi უზრუნველყოფს), დაისვენონ სპეციალურად დაპროექტებულ სივრცეში და იკვებონ უმაღლესი ხარისხის კოსმოსური რაციონის მიხედვით. 

image.jpeg

პერსპექტივაში კომპანია SpaceX გეგმავს ახალი სუპერმძიმე რაკეტა გამოიყენოს ადამიანებისა და ტვირთის გასაფრენად არამარტო დედამიწის ახლო ორბიტაზე, არამედ მთვარესა და მარსზე. თუ გავითვალისწინებთ რამოდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც რაკეტის პროტოტიპი ქარმა დააზიანა, იმედს ვიტოვებთ, რომ რაკეტის მშენებლობა ბევრად მეტი პასუხისმგებლობით წარიმართება. 

წყარო
www.overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close