ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – წიგნი

მე ის კაცი ვარ, _ ჩათქმული ღიმილით დაიწყო მუხლებზე  ხელებდაბჯენილმა მოხუცმა, _ მამაშენის მოკვლა რომ დამევალა. ხომ ხვდები, როდის უნდა ყოფილიყო ეს? ჰო, ოცდაოთხ წელში. ვეშაძეც ხომ გაგიგონია, მოჭიდავე? მოვიდა ჩემთან მაგ ვეშაძის გერი, წრუტი. მე გოდორსა ვწნავდი სახლის გვერდზე, ჩამომიცუცქდა, დამიწყო გოდრისწნელების გადაწვნა, მე აქედან ვწნავ, ის _ იქიდან, და ამ წნელების ჟაპაჟუპში მეუბნება, _ ამაღამ სამელეში ამოხვალ ანტონეს ნაბინავართანო.  რა მინდა-მეთქი, _ ისაო, რომაო, ი წიგნებს რო ჩაჰყურებ დღე და ღამე, სამშობლო გეძახის, დედა საქართველოო. თვრამეტი წლისა ვარ, მკლავიც გამაგრებული მაქვს, კისერიც, უღელში რომ შემაბა, მოზვერს გავუწევ, თან, მართლა, წიგნები მიყვარს, თუ კითხვა დავიწყე, ზარბაზნის ხმაზე თავს არ ავწევ. ერთი შემომხედა წრუტმა. ერთი შევხედე და ამით დავამთავრეთლაპარაკი. წრუტმა სიმღერა დაიწყო, ვითომ შექეიფიანებული იყო, თან გოდრის  წვნაში მეხმარება.

გამოვიდა დედაჩემი, აყბედდა ისევ წრუტი, _ ეს  ვირგლა, ესე რომა აქვს გასქელებული კისერი, არ დავნიშნოთო? ისეთი გოგო მყავს შეგულებული, ისეთი… მიაყარადედაჩემმა ქოქოლა, _ შენცა და შენს შეგულებულსაო, წრუტმა კიდევ ღვინოც მოსთხოვა _ დამალევინებ ერთ ჩარექას, გავირჯები, სხვაგან არ გავუშვებ იმ გოგოს, არადა _ თქვენ თქვენთვის, მე ჩემთვისაო.

გამოუტანა დედაჩემმა ხელადით ღვინო, სიცილ-სიცილით ჩამოართვა წრუტმა, თან ვითომ ბარბაცებს კიდეც, _ ხელადას ხვალ ამოგიტანთო, დაუგმანა პირი გოგრისფოთლით, ამოიდო იღლიაში და წავიდა. უყურებდა დედაჩემი და ეღიმებოდა კეთილად, _ რა კაცია, რა ოხრების ერთიაო, რა უნდოდაო? _ წყალი გადაუშვია ვენახში დააეგრე მოკლეზე  გადმოალაჯუნა-მეთქი. _ გაქრეს მაგისი ოხერი თავი, ღვინოში ჩაიღრჩვება ერთხელაც იქნებაო. რა იცოდა საწყალმა დედაჩემმა, რაზე იყო მოსული.

შებინდდა და წავედი. ჩავიდე ხანჯლისშვილი აექ, შარვლის სალტაში და წავედი სამელეში. ისეთი მივდივარ, ჩემი მგონია ქვეყანა.  მივედი ანტონეს ნაბინავართან, პატარაშუქი გამოკრთის, შევიხედე, შევედი. წრუტი ზის, წრუტის მამინაცვალი და ორიც კიდევ სხვა. მიიწ-მოიწიეს, აქ დაჯექიო. დავჯექი. ცოტა ხანში კიდევ ხუთნი მოვიდნენ; ბოლოს მოვიდა ტორიანი, ეგაც ხომ გაგიგონია, დიდი მამულების დამკარგავი, ციხეში ნაჯდომი. ტორები ჰქონდა, მართლა რა, ვაშლივით დაიჭერდა ადამიანის თავს. დაჯდა, მუხლებზე დაიწყო ის ტორები საზარლად, გახსნა კრება, როგორც წესია და რიგი. თვითონვე ილაპარაკა: _ დიდი საქმე იწყება, მთელი ქვეყანა ფეხზე დგება, ერთღამეში მოეღებათ ბოლო ბოლშევიკებსო. ახლა ეს არის საჭირო: წინასწარ უნდა ჩამოვიცილოთ რამდენიმე კაციო. ჩვენთან, პირველ რიგში, უნდა მოიკლასო, მამაშენზეამბობს, მაგათი უჯრედის მდივანიო. ის უნდა მოკლასო… _ შემოგვატარა თვალი, დამაცქერდა, _ ვისითაც სუნთქავს სამშობლოს მომავალიო. ჩემკენ იშვერს თითსაც. _ ამითაიღებ მამაშენის სისხლსაცაო. მამაჩემი ვაზიანის ბრძოლაში დაიღუპა, _ სხვა დავალებებს სხვები სხვა დროს მიიღებთო.

დანარჩენები ისე ისხდნენ, თითქოს შეშურებოდეთ, ასეთი სასიამოვნო დავალება რომ მე მხვდა წილად. ბერდენკას  გადმომცემდა წრუტი, ბერდენკას და ვაზნებს. რადამჭირდებოდა შემდეგში, ფული იქნებოდა თუ რა, ვალდებულებას კისრულობდნენ, ყველა ამომდგომოდა მხარში. ყოველგვარი ღალატი ისჯებოდა სიკვდილით. ამოიღომეტრიანი ხანჯალი ტორიანმა, დაიჭირა კელაპტარივით სწორად, მოსჭიდეთ მარჯვენა ხელი ყველამაო. მე სულ წვერი მომიწია. _ ამ ხანჯალზე დაგვიფიცნიაო! ხანჯალიიყო, ბუზი შეეჭრებოდა ზედ, მერე, _ აკოცეთო, _ ანიშნა ჩემზე. გადამკოცნა ყველამ.

_ დაუმტკიცე შენს ხალხს, რომ არ გადაგვარებულა ჩვენი ჯიში და ჯილაგიო.

მე ისე ვარ შეპყრობილი მამაჩემის სისხლის აღების წყურვილით, არაფერზე დავიხევ უკან. თანაც რა არის კიდევ, ყველანი დიდები არიან. მე ვარ ყველაზე პატარა და, მე რომმავალებენ საქვეყნო საქმეს, ესეც მეამაყება.

დავიშალენით. სულ სხვადასხვა გზებით, სათითაოდ წამოვედით სოფელში. მარტო მე და წრუტი მოვდივართ ერთი გზით, მე _ წინ, ის _ უკან, კარგა მანძილითდაშორებული. ძველი საკრამიტეს აქეთ, დიდ ტინთან უნდა დამეცადნა, იქ მოვიდოდა წრუტი, იქ მომიტანდა ბერდენკას. მივჯექი ტინთან, დავუცადე. მოვიდა წრუტი, მომცა ბერდენკა, ახალთახალი, ნავთის სუნი ასდიოდა ისევ. ბერდენკა მომცა და ათი ცალიც ვაზნა. თოფი რომ დავიჭირე, იმან ხომ მთლად გამაბუმბერაზა. ძალიან  ცუდიძალა აქვს იარაღს ამ მხრივ. გგონია, მთლად თავისუფალი ხარ და ვეღარც ვეღარავინ გძლევს ქვეყანაზე. წამოვიღე ბერდენკა და ჩვენი თუთის ფუღუროში დავმალე. სამი-ოთხი დღე მამაშენს ვუთვალთვალებ, _ სად დადის, როგორ დადის, მაზრაში როდის მიდის და როდის ბრუნდება. შევატყვე, ღამეს ერიდება, მზის ჩასვლისას გამოივლისღიჭიან ტყეს, შებინდდება და უკვე შინ არის. შინიდან კიდევ უიარაღოდ არ გამოიხედავს გარეთ.

გადავიტანე ღამით ბერდენკა ღიჭიანში, ახლა იქა მაქვს დამალული. გავიდა მთელი კვირა, ტორებიანი შორიდან მიღრენს, აღარ შეიძლება მეტი მოცდა და ავედი ერთ მზისჩასვლისას ღიჭიანის დიდ მუხაზე. ხომ გახსოვს ის დიდი მუხაც, ტოტები ისე ჰქონდა გადმოშლილი, ქვეშ უნდა გაევლო გამვლელ-გამომვლელს. თან შეხორხლილი იყოღიჭით და სუროთი. შევიმალე შიგ, ვარ ეგრე. ჩავიდოდა მზე და გამოჩნდებოდა მამაშენიც. თუ დაიგვიანებდა, მით უკეთესი. ლურჯა ცხენი ჰყავს, თუშური ქუდი ახურავს, მხარიღლივ ჩანთა ჰკიდია, იარაღიც აქვს _ ბრაუნინგი, შვიდვაზნიანი, მაშინ „ბრაონიკს“ ვეძახდით. მოდის ქალი და კაცი, ცოლი და ქმარი. ცოლი ეუბნება ქმარს, _ ყაჩაღებირომ დაგვხვდნენ, შეაკლავ ჩემი გულისთვის თავსო? _ თუ პირობას მომცემენ, მთლად წაგიყვანენ, არაო, _ იღრიჭება კაცი. წაჰკრა ქიმუნჯი ქალმა. რა იციან, რომ მემაღლიდან დავყურებ. გამოიარა ორმა ურემმაც. ჩავიდა მზე, ჩამუქდა ქვეყანა და გამოჩნდა კიდეც მამაშენი. დამიარა ჟრუანტელმა ტანში. როგორია, ჰა, კაცის მოკვლა! მერეშენი სოფლელისა, რომ იცნობ, გიცნობს, გამარჯობას ეუბნები. თანაც პატარა შვილები ჰყავს, კიბეზე ელოდებიან. თავიც საშინელებითა გაქვს გამოტენილი _ მკვლელსმოკლულის სისხლი არ მოასვენებს, რამდენსაც ხელს წაიღებს ხორცისაკენ, იმდენი მოკლული დაუდგება წინაო. ეს მამაშენი კიდევ როგორ მოდის! მოშვებული ჰყავს ცხენითავის ნებაზე, ხელში წიგნი უჭირავს და კითხულობს. უკვე ბინდდება, ალბათ ასოებს ძლივს არჩევს და მაინც კითხულობს. ხომ გითხარი, წიგნის კითხვა მეც მიყვარდა. დღესაც ზეპირად ვიცი „გამზრდელი“ და „ალუდა ქეთელაური“, კიდევ ბევრი სხვა. ნეტავ რა წიგნია, ესე ჩატკბობით რომ ჩაჰყურებს-მეთქი. ვაკვირდები, მაგრამ მარტო ისგამომაქვს, რომ ყვითელი ფურცლები აქვს,  მიძონძებულიც არის ცოტა. გადააბრუნა მეორე მხარეს, იქ რაღაცა ეხატა, გადაშალა ის ფურცელი ღიმილით და ეგრე ღიმილითადა კითხვა-კითხვით გამიარა ქვეშ. უცებ გამახსენდა, რისთვისაც მეჭირა თოფი. ავწიე, მივიდე მხარზე, მაგრამ ისევა ვხედავ, ზურგიდან ვხედავ, ეცინება მამაშენს, კუჭკუჭებსსიცილით. წარმომიდგა ის ხალხიც, მე რომ დავალება მომცეს,  ჩაბურძგნულები, ჩაღრუბლულები, ფინთი სიცივე რომ მიაქვთ, საცა კი მივლენ. მამაშენი კიდევ ისევ იცინის, ქუდს ისწორებს თავზე. _ არა, მე ამგვარი საქმისთვის არ გამოვდგები-მეთქი. _ ჩამოვედი მუხიდან, დავმალე ბერდენკა იქვე, ტყეში და წამოვედი და წამოვედი ქალაქში.

რამდენი წელია გასული მას შემდეგ და დღესაც მაინტერესებს, რა იყო, რა წიგნს კითხულობდა მაშინ მამაშენი. ბევრჯერ შევხვედრივარ შემდეგში, მაგრამ მაგაზე ხმას როგორდავძრავდი, გვეკუთვნოდა კი, იმასაც და მეც, ხატივით გვქონოდა დასვენებული ის წიგნი…

მოხუცი იცინოდა. მერე მომცა ხელნაწერი, თუ გამოდგა, დააბეჭდინე, თუ არა, შენ გქონდეს, ანდა თუნდაც გადააგდეო. ხელნაწერში მოთხრობილი იყო, როგორ კარგადმუშაობდა სოფლიდან გაქცეული კაცი ქარხანაში. დასაბეჭდად არ გამოდგებოდა. ის დღესაც შინა მაქვს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button