პოეზია

ჯაბა გორგილაძე – მაპატიეთ

მაპატიეთ ბოროტნი,
უსუსური, ბოღმიანი,
დარდიანი, სევდიანი,
ჯავრიანი, უღმერთო,
ცოდვიანი, სისხლიანი,
უმზეო, წვიმიანი,
ნისლიანი, სატანად,
ეგოიზმი შარმიანი,
სხვის ლუკმად,
დარდად, სევდად,
ფიქრად, რისხვად,
წვიმად, მკვლელად,
ურჩად, მუხლად,
დაჩოქილი, დაქოქილი,
დავდომილი, დაცხლომილი,
შურბოღმიან-ნაცისტური,
პუბლიკაში გაჩითული,
ჟურნალიან, უხარიან,
მუღამიან კატაკლიზმში,
ტელევიზორს დაიჩემენ,
მოილხენენ, ჩაიცვამენ,
პროექტები, მომენტები,
მოვლენები, რეპორტები,
პატრიოტის ფონად გვიდევს,
გიორგები, რობერტები,
მალხაზები, დავითები,
ისევ ყანწი, სადღეგრძელო,
ვადღეგრძელო დაგითვრები,
მიდის გაწევ-გამოწევა,
ხულიგნობის წამოწევა,
ისევ ლექსი, პროზა ჩემში,
დავეძებდი სითბოს შენში,
მჯერა, ღელავს, ფეთქავს, ჭედავს,
ისრად მხვდება სიტყვა მკერდში…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button