პოეზია

ჯაბა გორგილაძე – ტკივილი

შორით მოჩანს ნისლი მთებში, სიყვარულის სამყარო,
ამ ბუნების სიდიადე ისევ ჩემ გულს ვახარო…

არც მტკენია ისე, როგორც სიხარული მეწვია,
ქართველი ვარ, საქართველოს ნაცვლად მომხვდეს მე ტყვია!

სხალთის ზარებს ნატყვიარი, მჭადს _ ჯვრის ფორმა ატყვია,
ხიხაძირში ნაწვიმარი ცას ღრუბლები აცვია.

მზის სხივები შორი-ახლოს, მთის ნაძვნარში არშიყობს,
ბაბუს ლოცვა ჯამი ეზოს ტკივილს კლავს და არ მიხმობს.

ჰეი, თუნდაც, ჰეი, სოფელს ფიქრი, ფიქრებს, ფიქრებში,
ღელე-ღურდან, ფეხად-ფეხით ვიწვები და ვხუნდები!

ამო წამო, წამო, გამო… გამო, გამოიდარებს…
შველა უნდა, მოფერება ჭრილობებს და იარებს!
განა მხოლოდ სიყვარული, ბებოს-ბაბუს კალთაში.
წინაპართა ხსენება და ლოცვა უნდა საყდარში!
ამო წამო, წამო, გამო… გამო, გამოიდარებს…
შველა უნდა, მოფერება ჭრილობებს და იარებს!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button