პოეზია

ჯაბა გორგილაძე – უკვდავი აჭარა

დილის ალერსი დაეტყო მინდორს,

ნამი ფიქრებით ატკბობდა მდელოს,

მზის სხივი ლოთი ყვავილის ღეროს

ცხელი კლანჭებით უღებდა ბოლოს.

ზაფხულის სიცხე, აგვისტოს ბოლი,

მოხუცი პაპა – თეთრ წვერ-ულვაშში,

იქვე, მწვერვალზე მოჩანდა თოვლი,

ბებო თავსაფრით, ლოცვა – ყურანში.

ასეთი ჩანდა ნაცნობი ფონი,

თქვენთვის უცნობი _ არაქართული,

წარსულს ჩაბარდა ხომ მძიმე დრონი _

ფონი მგონია ვადაგასული.

ისმოდა ძაღლის მუდმივი ყეფა,

უკვირტო ტყემლის ფოთლის ნაწუხი.

ეს ეპიზოდი – ნაცნობი ჩემთვის,

მაგრამ თქვენთვის ხომ არაქართული,

გლეხი მოსავალს ცრემლებით ეტრფის,

აჭარის მთებში, ძალაგასული.

წარსული _ შავი, ბნელი და ცივი,

მტრისგან ნაჯიჯგნი, სისხლი და ლაქა,

ჩუმი ნუგეში, ტკივილი დიდი,

აწმყოთი წარსულს ავხადე ფარდა.

ჩვენ გავექეცით სამშობლოს მკვლელებს,

წარსულში ბევრი ვაჟკაცის ძალით.

თავი მივანდეთ თითქოს ჩვენ მხსნელებს,

მტრები მოყვრებად ისევ ჩვენ ვცანით.

დღეს შენი ბანი და განდაგანი,

მიწაზე მყოფმა, ყანა ხომ ვხანი,

გუთანი ხელში და ხართა ჯანი,

მჭირდება თქვენი მაღალი ბანი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button