სურათები

ყველაზე ემოციური ფოტოები

რუსი ვეტერანი იჩოქებს ტანკთან, რომლითაც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ამჟამად კი მონუმენტადაა ქცეული.


დები ერთსა და იმავე პოზაში თავიანთი ცხოვრების 3 სხვადასხვა პერიოდში.


ბუქარესტში გამართული პროტესტის დროს, რომელიც მიმართული იყო ჩაგვრის წინააღმდეგ, რუმინელი ბავშვი გულის ფორმის ბუშტს აწვდის პოლიციელებს.


ფილადელფიის პოლიციის ყოფილ კაპიტანს რეი ლუისს აპატიმრებენ აქცია „დაიკავე უოლ სთრითში” მონაწილეობისთვის 2011 წელს.


ბუდისტი ბერი ლოცულობს ხანშიშესული მამაკაცისთვის, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა მატარებლის ლოდინისას შანქსის პროვინციის ქალაქ ტაიიუანში, ჩინეთი.


ძაღლი სახელად ლეაო არ შორდება თავისი გარდაცვლილი პატრონის საფლავს. მისი პატრონი რიო-დე-ჟანეიროში მომხდარმა მეწყერებმა იმსხვერპლა 2011 წლის 15 იანვარს.


ფოტო გადაღებულია 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მეხიკოში. აფრო-ამერიკელი ათლეტები ტომი სმიტი და ჯონ კარლოსი კვარცხლბეკზე დგომისას მუშტს მაღლა სწევენ, რითიც გამოხატავენ ადამიანის უფლებათა შელახვის მიმართ პროტესტს. მოგვიანებით ორივე მათგანი გარიცხეს ოლიმპიური თამაშებიდან პოლიტიკური ჟესტის გაკეთების გამო.


ებრაელი ტყვეები გათავისუფლების მომენტში, როცა „სასიკვდილო მატარებელს” ისინი ბანაკებში მიჰყავდა. ელბას ტერიტორია, 1945 წელი.


ჯონ კენედი უმცროსი სამხედრო მისალმების ჟესტს აკეთებს მამამისის კუბოსთან.


ქრისტიანები იცავენ მუსლიმებს ლოცვის დროს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩატარებული აქტიური დემონსტრაციებისას, 2011 წელი.


ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცი ხელს უქნევს თავის სამხრეთ კორეელ ნათესავს, რომელსაც ცრემლები სდის. 2010 წლის ოქტომბერში 436 სამხრეთ კორეელს უფლება მისცეს, ჩასულიყვნენ ჩრდილოეთ კორეაში და იქ მყოფი თავიანთი ახლობლები ენახათ, რომლებთანაც 1950-53 წლების ომის შემდეგ დაშორებულნი იყვნენ.


2011 წელს იაპონიაში მომხდარი ცუნამის შემდეგ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნეს.


„დამიცადე, მამა”, 1940 წლის 1-ლი ოქტომბერი. ბრიტანეთის კოლუმბიაში ჯარისკაცები მარშირებენ მატარებლისკენ მიმავალ გზაზე, როცა 5 წლის უაითი ბერნარდი დედას უსხლტება და მამისკენ გარბის.


არმიის მღვდელი ლუის პადილო უკანასკნელ რიტუალებს უსრულებს ჯარისკაცს, რომელიც ვენესუელაში მომხდარი აჯანყებებისას სნაიპერის ტყვიამ დაჭრა.


ავსტრალიელი სკოტ ჯონსი კოცნის თავის კანადელ შეყვარებულს ალექს ტომასს, მას შემდეგ, რაც ის (ალექსი) პოლიციამ ძირს დააგდო ქალაქ ვანკუვერში მიმდინარე პროტესტებისას. კანადელების განრისხების მიზეზი იყო ის, რომ ყინულის ჰოკეის მატჩში „Vancouver Canucks” დამარცხდა გუნდ „Boston Bruins”-სთან.


ალაბამას შტატის ქალაქ კონკორდში დედა ანუგეშებს შვილს მას შემდეგ, რაც მათი სახლი სრულიად დაანგრია 2011 წლის აპრილის ტორნადომ.


პერლ-ჰარბორის მოვლენებს გადარჩენილ დალასელ ჰიუსტონ ჯეიმსს ემოციები ძლევს, როცა ეხვევა საზღვაო ქვეითი ჯარის წევრს, სერჟანტ მარკ გრონკეს 2005 წელს გამართულ დალასის ვეტერანების დღეს. სერჟანტმა გრონკემ დაკარგა ხელი, ფეხი და თვალი, როცა 2004 წლის ივლისში ერაყში ყოფნისას ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდა.


ნიუ-იორკელი 76 წლის ფილის სიგელი (მარცხნივ) და 84 წლის კონი კიპელოვი (მარჯვნივ) ერთმანეთს ეხვევიან მას შემდეგ, რაც იქცნენ პირველ ერთსქესიან დაქორწინებულ წყვილად მანჰეტენში.


იაპონიის ცუნამის შემდეგ ქვებში მოყოლილი 4 თვის გოგონა სასწაულებრივად გადარჩა, ის ჯარისკაცებმა 4 დღის შემდეგ იპოვეს.


ფრანგი მოქალაქე ტირის, როცა ნაცისტები პარიზს იპყრობენ მეორე მსოფლიო ომის დროს.


ბანაკების შემოწმებისას ომის ტყვეს ჰორაციო გრისლის ხვდება ჰაინრიხ ჰიმლერი. გრისლიმ ბანაკიდან გაქცევა მოახერხა და შემდეგ 200-ჯერ ჩუმად შეიპარა, რათა ენახა მისი შეყვარებული, ადგილობრივი გერმანელი გოგონა.


2009 წელს ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში გაჩენილი საშინელი ხანძრისას მეხანძრე კოალას წყალს ასმევს.


რობერტ პერასა, რომელმაც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაკარგა ვაჟი – რობერტ დევიდ პერასა, იჩოქებს 9/11-ის მემორიალის იმ მონაკვეთთან, სადაც მისი შვილის სახელი წერია.


ჟაკლინ კენედის ვარდისფერ „შანელის” ტანისამოსს ჯერ კიდევ ატყვია მისი ქმრის სისხლის კვალი, ლინდონ ჯონსონი კი ფიცს დებს სახელმწიფო თვითმფრინავში.


5 წლის ტანიშა ბლევინს ხელი აქვს ჩაკიდებული ქარიშხალ „კატრინას” 105 წლის მსხვერპლ ნიტა ლაგარდისთვის.


2011 წლის 14 მარტს ფუკუშიმას ქალაქ ნიჰონმაცუში რადიაციისგან დამცავი ბარიერის მიღმა მყოფი გოგონა თავის ძაღლს ეკონტაქტება.


ჟურნალისტები ეუნა ლი და ლაურა კინგი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში დააპატიმრეს და 12 წლით მძიმე სამუშაო მიუსაჯეს, თავისუფლდებიან და ოჯახის წევრებს ხვდებიან კალიფორნიაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის მხარე ახორციელებს წარმატებულ დიპლომატიურ ინტერვენციას.


ტერი გუროლა ხვდება თავის გოგონას მას შემდეგ, რაც 7 თვით ერაყში იმყოფებოდა.


1967 წლის 21 ოქტომბერი. ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პენტაგონთან გამართულ აქციაზე ახალგაზრდა პაციფისტი გოგონა ჯეინ როუზ კასმირი ჯარისკაცთა ხიშტებს ყვავილს უმაგრებს. ეს ფოტო მალე იქცა „ყვავილების ძალის” მოძრაობის სიმბოლოდ.


უცნობი მეამბოხე წინ აღუდგა ჩინური ტანკების რიგს. 1989 წელს ათასობით სტუდენტი და ინტელექტუალი გამოვიდა პეკინის ტიანანმენის მოედანზე და მშვიდობიანად გააპროტესტა ეკონომიკური ცვლილებები და რეფორმები.


იგივე შემთხვევის სხვა ფოტო, სადაც ცნობილი მეამბოხე მარცხენა მხარეს მოჩანს, ტანკი კი მარჯვნივ.


ჰაროლდ უიტლსს პირველად ესმის ხმა მას შემდეგ, რაც ექიმი მარცხენა ყურზე ყურსასმენს უმაგრებს.


ჰელენ ფიშერი კოცნის კატაფალკს, რომელსაც გადააქვს მისი 20 წლის ბიძაშვილის, რიგით დუგლას ჰალიდეის გვამი. რიგითი დუგლასი 6 თანამებრძოლთან ერთად ავღანეთში დაიღუპა.


1944 წლის 6 ივნისს ოპერაცია ოვერლორდის დაწყებისას ამერიკელი ჯარისკაცები ნაპირისკენ მიიწევენ.


მეორე მსოფლიო ომის გერმანელი ტყვე, რომელიც საბჭოთა კავშირმა გაათავისუფლა, თავის ქალიშვილს ხვდება. გოგონას მამამისი 1 წლის ასაკის შემდეგ აღარ ენახა.


8 წლის კრისტიან გოლჩინსკი დროშას იღებს მამამისის ხსოვნის პატივსაცემად. მარკ გოლჩინსკის ერაყში მეორე პერიოდით ყოფნის დროს ესროლეს მორიგეობისას. ის მოხალისედ იყო წასული და სახლში დაბრუნებამდე რამდენიმე კვირაღა ჰქონდა დარჩენილი.


1970 წლის თამაშისას პელე და ბრიტანელი კაპიტანი ბობი მური მაისურებს ცვლიან ურთიერთპატივისცემისა და რასიზმის გმობის ნიშნად.


სუდანის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცი სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, 2011 წლის 8 ივლისს.


გრეგ კუკი ეხვევა თავის ძაღლს მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში ალაბამაში მომხდარმა ტორნადომ მისი სახლი გაანადგურა.


დედამიწის ამოსვლა. ფოტო გადაღებულია მთვარიდან კოსმონავტ უილიამ ანდერსის მიერ, „Apollo 8″-ის მისიის დროს 1968 წლის 24 დეკემბერს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button