
JPMorgan პროგნოზირებს Bitcoin-ის 146 ათას აშშ დოლარიან დონეს
საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ის წარმომადგენლებმა დაასახელეს Bitcoin-ის თეორიული გრძელვადიანი სამიზნე ფასი – 146 ათასი აშშ დოლარი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ოქროს ალტერნატივის იმიჯი პირველ კრიპტოვალუტას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.

ბანკში აღნიშნეს, რომ ამისთვის აუცილებელი პირობაა Bitcoin-ისა და ოქროს არასტაბილურობის მაჩვენებელების დაახლოება. კრიპტოვალუტის მასობრივი მიღებისთვის ბიძგის მიმცემი მილენიალების თაობა იქნება, ირწმუნებიან JPMorgan-ში.
„ჩვენი აზრით, ეს მრავალწლიანი პროცესია“.
პროგნოზი შემუშავდა Bitcoin-ის თეორიული კაპიტალიზაციის გაანგარიშების საფუძველზე იმ თანხების შემოდინების შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად მოცემულია ოქროს ზოდების საფუძველზე არსებულ ETF-ში.
ანალიტიკოსებმა მიუთითეს, რომ ასეთი ETF-ებიდან თანხის გადინება და Grayscale-ის ფონდებში შემოდინება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.

ადრე ჰოლდინგში განაცხადეს, რომ ინსტიტუციონალები Bitcoin-ში 600 მლრდ აშშ დოლარამდე თანხას მოიტანენ.
კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეთა კომპანია Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა – მან Bitcoin-ის სამომავლო ფასად 400 ათასი აშშ დოლარი დაასახელა.