Blockstream-მა წარადგინა აპარატული Bitcoin-საფულე Jade
კომპანია Blockstream აპარატული კრიპტო საფულეების ბაზარზე შევიდა ღია კოდის მქონე მოწყობილობა Jade-ით, რომელიც საშუალებას იძლევა მასში შეინახოს Bitcoin-ები და სხვა აქტივები Liquid Network Sidechain-ზე.
”დამოუკიდებელ შენახვას დიდი მნიშვნელობა აქვს Bitcoin-ის სწორად გამოყენებისთვის. როგორც ყველამ ვიცით, მესამე მხარის ნდობა – ეს არის ხვრელი უსაფრთხოებაში. მაგრამ ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე გასაღებების შენახვამ შესაძლოა პრივატული გასაღებები ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფის რისკის ქვეშ დააყენოს“ – ნათქვამია განცხადებაში.
Blockstream Jade გამოირჩევა 16-ბიტიანი ფერადი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 240 x 135 პიქსელი. ჯერჯერობით მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ ოპერაციულ სისტემა Android-ზე. კომპანია აპირებს უახლოეს მომავალში დაამატოს დესკტოპ ვერსიის, შემდეგ კი iOS-ის მხარდაჭერა. Jade-ში გამოყენებულია Blockstream Green პროგრამული საფულის ინტერფეისი.
აპარატულ საფულეს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოიყენება -მაგალითად, ჩაშენებული კამერა. სავარაუდოდ, მომავალში იგი უზრუნველყოფს QR კოდების გამოყენებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Blockstream-მა წარადგინა Bitcoin-საფულე AQUA, რომელსაც ასევე გააჩნია Liquid Network Sidechain-ზე არსებული აქტივების მხარდაჭერა.