ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ევროპის ცენტრალური ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს კერძო სექტორის როლს ციფრული გადახდების სამომავლო სისტემაში

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭომ განაცხადა, რომ ციფრულ ევროზე მუშაობის აქტივაცია არ ნიშნავს განზრახვას – შევიწროვდეს კერძო სექტორის როლი საანგარიშსწორებო სერვისების შემოთავაზებაში.

„კონტროლირებადი კერძო შუამავლები ყველაზე მეტად შეეფერება ინტერფეისებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და დამატებითი სერვისების წარდგენას, აგრეთვე ციფრული ევროს საფუძველზე ახალი ბიზნეს-მოდელების შექმნას, თუ ასეთი სტრუქტურა ძალაში შემოვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის ცენტრალური ბანკი იხსენებს, რომ მან ადრე დაამტკიცა ევროსისტემის საცალო გადახდების სტრატეგიის განახლება. მის ფარგლებში ფულად-საკრედიტო ორგანო “გააფართოვებს აქტიურ მხარდაჭერას ციფრული განვითარებისა და ინოვაციური ევროპული გადახდის სისტემის შესაქმნელად”.

შეგახსენებთ, ECB-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ციფრული ევროს გამოშვების გეგმის შემუშავება დაიწყება 2021 წლის შუა რიცხვებში.

მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი მიიჩნევს, რომ CBDC-ის ამოქმედების პროცესი შეიძლება ორიდან ოთხ წლამდე გაგრძელდეს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button