აშშ-ის საჰაერო შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო თვითმფრინავი პირველად მიანდეს ხელოვნურ ინტელექტს
თვითმფრინავი U-2 Dragon Lady
აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასწავლო ფრენის დროს ხელოვნურ ინტელექტს მიანდეს მზვერავი თვითმფრინავი U-2-ის სანავიგაციო სისტემების მართვა.
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ამ ფრენის შესახებ კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ეს არის საბრძოლო თვითმფრინავების მართვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მცდელობებში მნიშვნელოვანი მომენტი.
სატესტო ფრენა გაგრძელდა ორი საათი შეიარაღებული საჰაერო ძალების ბაზაში, მერისვილში, კალიფორნიის შტატში. ოფიციალურ პირებსა და თავად პილოტს საგამოცდო პროგრამის დეტალები არ გაუხმაურებიათ. ცნობილია ის, რომ ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებელი იყო ბორტის რადარების სენსორებისგან ინფორმაციის შეკრებასა და ტაქტიკურ ნავიგაციაში.
აშშ-ის საჰაერო ძალების მინისტრის თანაშემწე უილ როპერმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტი მიმართულია მოახლოებული რაკეტებისა და სახმელეთო სარაკეტო გამშვებების აღმოჩენისკენ. საცდელი ფრენის დროს ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ საით უნდა მიემართა ბორტის სენსორები.
საჰაერო ძალების მთავარი მიზანია ადამიანისა და მანქანების ერთობლივი მუშაობის განხორციელება, როდესაც რობოტები პასუხისმგებელნი არიან მარტივი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე, ხოლო მფრინავები იღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს: იარაღის გამოყენებას, პილოტირებას და მიზნის მითითებას.
თავად ხელოვნური ინტელექტი, სახელწოდებით Artuμ დამყარებულია ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმებზე და ადაპტირებულია თვითმფრინავ U-2-ს კომპიუტერულ სისტემებთან.
ეს არის საჯაროდ ხელმისაწვდომი μZero ალგორითმი, რომელიც შეიმუშავა კვლევითმა კომპანია DeepMind-მა სტრატეგიული თამაშების სწრაფი განვითარებისათვის, რომელიც უზრუნველყოფილია Google-ის მიერ შემუშავებული სისტემა Kubernetes-ის მიერ. ის საშუალებას იძლევა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა გადაიცეს თვითმფრინავის იმ საბორტო კომპიუტერულ სისტემებსა და ქლაუდ-სისტემებს შორის, რომელთათვისაც შეიქმნა.