ექსპერტი ასახელებს მთავარ კრიპტოვალუტებს 2021 წელს ინვესტირებისთვის
2021 წელს კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ყველაზე უსაფრთხო სტრატეგია იქნება Bitcoin-ისა და Ethereum-ის მცირე პორტფელის ყიდვა და შენახვა. ამის შესახებ განაცხადა შვეიცარიის ინტერნეტ ბანკ Swissquote-ის ციფრული აქტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრის თომასმა.
მისი თქმით, ამ მონეტებს განვითარების გრძელვადიანი პოტენციალი გააჩნია.
”გარდა ამისა, ამ აქტივებზე მიწოდებამ და მოთხოვნამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მათი ღირებულება,” – აღნიშნა თომასმა.
ციფრული ფულის ახალი ფორმა 2021 წელს იქნება CBDC, რომელიც მუშავდება რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ. ჩინეთი სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ციფრულ ვალუტას დანერგავს. ევროპაში შვედეთი შეიძლება გახდეს ასეთი ქვეყანა ამგვარი აქტივების მიღების მაღალი დონის წყალობით, მიიჩნევს ექსპერტი.
ადრე Messari-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 2021 წელს ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან უპირატესობა Ethereum-ის მიმართ გაიზრდება.