ავტომობილიახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Ford-მა გატესტა ბლოკჩეინი ჰიბრიდული ელექტრომობილების გამონაბოლქვის შემცირებისთვის

ბლოკჩეინისა და გეოზონირების (geofencing) ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია დატენვად (plug-in) ჰიბრიდულ ელექტრომობილებთან ერთად ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

საავტომობილო გიგანტმა Ford-მა სამწლიანი კვლევა ჩაატარა ლონდონში, კიოლნსა და ვალენსიაში, სადაც შეისწავლეს კომერციული დატენვადი ჰიბრიდული ელექტრომობილების პოტენციალი საქალაქო ჰაერის ხარისხის პრობლემების გადასაჭრელად.

კვლევაში გამოყენებული დინამიური გეოზონირების ფუნქცია მძღოლის ჩარევის გარეშე ააქტიურებდა გამონაბოლქვის ნულოვანი დონით მუშაობას სატრანსპორტო საშუალებებში ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი შედიოდნენ გამონაბოლქვის შემცირების ზონაში.

Ford-ი ასევე იყენებდა ბლოკჩეინს, რათა გამოეთვალა დრო, როდესაც ავტომობილი შედიოდა ან ტოვებდა გეოზონას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტექნოლოგიების ერთობლივი გამოყენება ხელს უწყობს მნიშვნელოვნად ამაღლდეს ქალაქებში ჰაერის ხარისხი.

„როდესაც კომპანია Ford-ის დატენვადი ჰიბრიდული ელექტრომობილები შედიოდნენ ამგვარ ზონებში, ისინი ავტომატურად გადადიოდნენ ნაკლები გამონაბოლქვის გამოფრქვევის რეჟიმზე. ეს ხდებოდა ავტომატურად, მძღოლის ჩართულობის გარეშე. ტექნოლოგიები ხელს უწყობს ამაღლდეს ჰაერის ხარისხი და სატრანსპორტო საშუალებებს ეხმარება დაიცვან ადგილობრივი რეგულაციები“ – ნათქვამია Ford-ის პრეს-რელიზში.

ევროპის ზოგიერთ ქალაქში შეიქმნა დაბალი გამონაბოლქვის ზონები, რომლებშიც შეზღუდულია გამონაბოლქვის მაღალის დონის მქონე ავტომობილების მოძრაობა. ჰიბრიდულ მანქანებს შეუძლიათ გადაერთონ შიდაწვის ძრავიდან ელექტროზე.

ჯერ კიდევ 2018 წელს BMW-მ, GM-მა, Ford-მა და Renault-მა შექმნეს კონსორციუმი ავტოინდუსტრიაში ბლოკჩეინის განვითარების მიზნით. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ Ford გამოიყენებს ბლოკჩეინს ავტომობილის მიერ საწვავის მოხმარების შესამცირებლად.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button