
ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ბანკმა გამოუშვა Stablecoin-ი Stellar-ის ქსელში
გერმანიის ბანკმა Bankhaus von der Heydt (BVDH), რომელიც მოქმედებს 1754 წლიდან, ტოკენიზაციის ტექნოლოგიის პროვაიდერ Bitbond-თან პარტნიორობით Stellar-ის ქსელში გამოუშვა Stablecoin EURB.

BVDH ყურადღებას ამახვილებს პირველ რიგში ინსტიტუციონალური მომხმარებლების მომსახურებაზე „სექიურითიზაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში“ – გარკვეული აქტივების დაფინანსება ფასიანი ქაღალდების ემიტირების გზით. ბლოკჩეინის გამოყენებით ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლისას ბანკმა ყურადღება გაამახვილა ტოკენიზაციის ტექნოლოგიაზე.
განცხადების თანახმად, EURB შეიძლება გამოყენებულ იქნას BVDH-ის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე ბლოკჩეინზე ციფრული აქტივების გადაცემის ფინანსური პროგრამების შემქმნელებისთვის.
Bitbond ახდენს Stablecoin-ის ინტეგრირებას ბანკისთვის შექმნილ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას იძლევა EURB გამოყენებულ იქნას სექიურითიზაციისთვის, ემისიის მექანიზმისა და ტოკენების დაწვის ჩათვლით.
„Bitbond-მა და Stellar-მა მიგვიზიდა ქსელში აქტივების გაცემისა და მართვის სიმარტივით“ -განაცხადა BVDH-ის მმართველმა დირექტორმა ფილიპ დოპელჰამერმა.
მისივე თქმით, EURB-ის გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება SatoshiPay-ის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სერვის Dtransfer-ში ტოკენის დანერგვა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ხუთი წამყვანი Stablecoin-ის კაპიტალიზაციამ უკვე 25 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.