ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ბანკმა გამოუშვა Stablecoin-ი Stellar-ის ქსელში

გერმანიის ბანკმა Bankhaus von der Heydt (BVDH), რომელიც მოქმედებს 1754 წლიდან, ტოკენიზაციის ტექნოლოგიის პროვაიდერ Bitbond-თან პარტნიორობით Stellar-ის ქსელში გამოუშვა Stablecoin EURB. 

image.png

BVDH ყურადღებას ამახვილებს პირველ რიგში ინსტიტუციონალური მომხმარებლების მომსახურებაზე „სექიურითიზაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში“ – გარკვეული აქტივების დაფინანსება ფასიანი ქაღალდების ემიტირების გზით. ბლოკჩეინის გამოყენებით ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლისას ბანკმა ყურადღება გაამახვილა ტოკენიზაციის ტექნოლოგიაზე. 

განცხადების თანახმად, EURB შეიძლება გამოყენებულ იქნას BVDH-ის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე ბლოკჩეინზე ციფრული აქტივების გადაცემის ფინანსური პროგრამების შემქმნელებისთვის. 

Bitbond ახდენს Stablecoin-ის ინტეგრირებას ბანკისთვის შექმნილ პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას იძლევა EURB გამოყენებულ იქნას სექიურითიზაციისთვის, ემისიის მექანიზმისა და ტოკენების დაწვის ჩათვლით. 

„Bitbond-მა და Stellar-მა მიგვიზიდა ქსელში აქტივების გაცემისა და მართვის სიმარტივით“ -განაცხადა BVDH-ის მმართველმა დირექტორმა ფილიპ დოპელჰამერმა. 

მისივე თქმით, EURB-ის გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება SatoshiPay-ის ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სერვის Dtransfer-ში ტოკენის დანერგვა. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ხუთი წამყვანი Stablecoin-ის კაპიტალიზაციამ უკვე 25 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button