ასტროლოგიადღის ჰოროსკოპივერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწული

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მძიმე და პრობლემური დღეა. საქმეებს ძლივს გაართმევთ თავს და ფულის პრობლემებიც შეგაწუხებთ. ბედი გამოცდას გიწყობთ გამძლეობასა და მიზანსწრაფულობაზე. გაითვალისწინეთ, რომ სხვისმა მცდარმა რჩევამ ან სიტუაციის სუბიექტურად შეფასებამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს საქმიან შეხვედრაზე ან ურთიერთობაზე.

კურო

შესანიშნავი დღეა. ყველა საქმეს ადვილად უმკლავდებით და არც ფულის პრობლემები გაქვთ. მოსალოდნელია საქმიან ადამიანთან შეხვედრა, რომელიც საინტერესო წინადადებას შემოგთავაზებთ. კარგად დაფიქრდით, თქვენი კარიერა გადამწყვეტ ეტაპზეა და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ყველა მიზანს მიაღწევთ. საღამო საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმეთ. სავარაუდოდ, ბავშვებთან ურთიერთობაში გამოცდა გელით.

ტყუპები

კრიტიკული დღეა. ღია და პირდაპირი ტყუილი, ცრუ დაპირებები და მოლაპარაკების ჩაშლა შეიძლება თქვენი საქმიანობის შედეგებზე კატასტროფულად აისახოს. გამორიცხული არ არის ფინანსური ზარალი. თავშეკავება გმართებთ. კარგად გაერკვიეთ საკუთარ ფიქრებში, გეგმებსა და ქმედებებში, რადგან ბედის უეცარი შემობრუნებისთვის მზად იყოთ. პირადი ცხოვრება, ასევე, ითხოვს თქვენგან სიფრთხილესა და ყურადღებას. ბავშვების პრობლემის გამო, მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანთან.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეს დღე დაგამახსოვრდებათ, როგორც გრძელვადიან გეგმებში კორექტივების შეტანის დღე. პირად თუ საქმიან ურთიერთობებში თქვენი დამხმარე დიპლომატია იქნება. შესაშურად შრომისუნარიანი ხართ – დღის განმავლობაში უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ, რაც დადებითად აისახება შედეგებზე.

ლომი

გარეშეთა რჩევები, მცდარი დარიგება ან სუბიექტური შეფასება შესაძლოა, საქმიანი შეხვედრის შედეგზე ცუდად აისახოს. სავარაუდოდ, საქმეების მოგვარება გართულდება და გადაუჭრელი პრობლემები თავს იჩენს. გირჩევთ, ეს დღე პირად ცხოვრებაში პრობლემების მოგვარებასა და სულიერ განვითარებას დაუთმოთ.

ქალწული

შეხვედრებისა და კონტაქტების დღეა. მეგობრების მოულოდნელი ვიზიტი ძალიან გაგახარებთ. გამორიცხული არაა, დიდი ხნის წინათ ნაყიდ და მივიწყებულ ნივთს დაუბრუნდეთ. ზოგიერთ ქალწულს პოპულარობისა და ელიტარულ წვეულებებზე სიარულის სურვილი გაუჩნდება. ნუ დაივიწყებთ ცხოვრებისეული პრინციპებისა და მშობლების შესახებ. შესაძლოა, მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ზედა სასუნთქი გზების დაავადება და ნერვული სტრესი. საყვარელ ადამიანთან კინკლაობამ შეიძლება სერიოზულ კონფლიქტამდე და ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გახსოვდეთ, რომ თქვენს მომხიბვლელობას სასწაულების მოხდენა შეუძლია.

მორიელი

ეს დღე ენერგიის კონცენტრაციას განასახიერებს. არსებობს თქვენს შინაგან სამყაროში რეალური ცხოვრების შეჭრის საფრთხე. წინდახედულება გმართებთ. ნუ უამბობთ ნაცნობებს თქვენი გეგმებისა და პრობლემების შესახებ. დღის მეორე ნახევარი სახლში გაატარეთ და პატარა ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს წარმატებით შეძლებთ განახორციელოთ სხვადასხვა, თუნდაც სარისკო კომერციული გარიგებები – აუცილებლად წარმატება გელით. საღამო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუთმეთ. გახსოვდეთ, სიზმარში ბოსტნეულისა და ბოსტნის ნახვა სურვილების ასრულებას ნიშნავს.

თხის რქა

ამ დღეს პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილი, რაც უნდა გამოიყენოთ. თქვენი ჯანმრთელობა, კომუნიკაბელურობა და პირადი მომხიბვლელობა მაღალ დონეზეა, რაც ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ნეგატიური დღეა. შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ნერვული სტრესი. თუ დაავადებამ ამ დღეს იჩინა თავი, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ გაუმკლავდეთ და ახალ წელს დასუსტებული შეხვდეთ. საყვარელ ადამიანთან უბრალო კინკლაობა შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

თევზები

ეს დღე არასტაბილურობასა და იმედგაცრუებას განასახიერებს. ამ დღის მოვლენებში გარკვევა გიჭირთ და პრობლემების გადაჭრის უამრავი გზა თავგზას გიბნევთ. შესაძლოა, ანგარიშის დროს შეცდომა დაუშვათ. ბავშვებთან ურთიერთობისას გაუგებრობა და გაუცხოება გელით.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button