მუსიკასიმღერის ტექტები

მგზავრები – გაიღვიძა ბუნებამ

გაიღვიძა ბუნებამ და გამოჩნდა ნაპირი,
იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი,

ნავზე თეთრი თოლია, ფიქრებს გამოჰყოლია,
ჰარმონია ბუნების, სრული მელანქოლია,

მებადური ზღვაშია, მისი ბადე წყალშია,
ყურს არ უგდებს არავის, ის თავის სტიქიაშია,

გაიღვიძა ბუნებამ და გამოჩნდა ნაპირი,
იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი,

მეთევზე, ნავი, ბადე, თოლია,ზღვაცა ნაპირიც ჩემი მგონია,
წუთები წამებს ვეღარ ეწევა, ვერც დაეწევა ასე მგონია,
ღრუბელი ღრუბელს თუ დაეჯახა წვიმა წამოვა ასე მგონია,
მეთევზემ თევზი თუ დაიჭირა ბედსაც ეწევა ასე მგონია,

გაიღვიძა ბუნებმ და გამოჩნდა ნაპირი,
იმ ნაპირზე ნავია ჩემი გამოგზავნილი

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button