კლინიკური სიკვდილი !
კლინიკური სიკვდილის დროს, სხვადასხვა ადამიანების განცდებს და შეგრძნებებს შორის ბევრი საერთოა. ექიმები და მედიკოსები ამას ერთიკუთხით ხსნიან, ეზოთერიკოსები მეორით. ხოლო ვინც კლინიკური სიკვდილი განიცადა ყვება წარმოუდგენელ გამოცდილებაზე. რომელიც გვაფიქრებს და გვიჩნდება მნიშვნელობანი კითხვები: „ვინ ვარ მე?“, „რა იქნება სიკვდილის შემდგომ?“, „რა აზრი აქვს სიცოცხლეს?“.
კლინიკური სიკვდილი მედიცინის კუთხით შექცევადი პროცესია, რადგან ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლეში დაბრუნება. სპეციალური აპარატურის გამოყენებით სიცოცხლითვის საჭირო ფუნქციების განახლება ხდება, ეს კი უპირველეს ყოვლისა არის სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა. ამ ფუნქციების შეწყვეტა იწვევს ბიოლოგიურ სიკვდილს და რეაბილიტაცია შეუძლებელია.
ტერმინი „კლინიკური სიკვდილი“ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შემოიღეს. ეს იყო გასული საუკუნის 60-იანი წლებში. მისი გამოჩენა დაკავშირებულია რეანიმაციულ ტექნიკასთან. აღნიშნულ დრომდე ამ ტერმინის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ექიმებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენისა, ტექნიკის არ არსებობის გამო.
კლინიკური სიკვდილის ხანგრძლივობა 3-5წუთია, თუმცა სხვადასხვა გარემოებებით შესაზლოა ეს დრო რამდენიმე ათეულ წუთამდეც გაგრძელდეს. ამ დროის განმავლობაში ადამიანი (ცნობიერება, სული) ხედავს გვირაბს რომლის ბოლოშიც სინათლეა. შესაძლოა მან მოასწროს ღმერთთან ან რაიმე სხვა არსებებთან გასაუბრებაც, ზოგჯერ აღმოჩნდეს სხვა სამყაროში, ან ეწვიოს ჯოჯოხეთსაც. ზოგადად ბევრი საინტერესო მონათხრობი არსებობს კლინიკურ სიკვდილზე.
ზოგი მკვლევარი ამტკიცებს რომ ეს ხილვები არ ხდება კლინიკური საკვდილისას, არამედ მაშინვე ან მის შემდგომ, როდესაც ტვინი ფუნქციონირებს. ისინი თვლიან რომ ცნობიერება ადამიანის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ როდესაც ტვინს არ მიეწოდება აუცილებელი ნივთიერებები შეუძლებელია ტვინმა რამე აღიქვას. ეს არის ტიპიური ათეისტური თვალსაზრისი, რომლიც უარყოფს სულის არსებობას სხეულის გარეთ.
მას შემდეგ რაც მეცნიერებმა მეცნიერულად ვერ დაამტკიცეს სულის არსებობა, ამბობენ რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ მოდის და სიკვდილის შემდგომ არაფერია.
ეზოთერიკოსები უფრო ოპტიმისტურად უყურებენ კლინიკურ სიკვდილს. სული სხეულს გამოეყოფა და ეს ნორმალური მოვლენაა, რადგან სული სხეულის ნაწილი არ არის. არსებობს სული და შემდგომ ფიზიკური სხეული, რომელიც მეორეხარისხოვანია. მუშაობს თუ არა ტვინი არ აქვს მნიშვნელობა, სულს მაინც შეუძლია მისგან დამოუკიდებლად გამოცდილების მიღება.
მეცნიერებს ხშირად მიაჩნიათ რომ ტვინი და გონება ერთიდაიგივეა, მაგრამ ეზოთერიკოსები მათ განასხვავებენ..
ტვინი – ეს ბიოლოგიური მექანიზმია რომელის მეშვეობითაც გონება მართავს სხეულს. გონებას, ისევე როგორც სულს ტვინისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია.
ეზოთერული კონცეფცია ადამიანის სტრუქტურის შესახებ დასტურდება ადამიანების მონაყოლიდან, როლებმაც გამოსცადეს კლინიკური სიკვდილი და იმყოფებოდნენ ე.წ. სავანეში.
აღსანიშნავია რომ კლინიკური სიკვდილის შემდგომ უმრავლესობა იცვლის ცხოვრებაზე წარმოდგენას. ბევრი მათგანი ხდება მორწმუნე, ინტერესდებიან ეზოთერიკით და მათი აზროვნება და ქცევა უკეთესობისკენ იცვლება. ამ ყოველივეს აღნიშნავენ მათ ახალობლები და ნათესავები. და საეჭვოა რომ ამის მიზეზი იყოს ბანალური ჰალუცინაციები რომელებსაც ექიმები და მეცნიერები თავის ტვინს მიაწერენ…
ეს ყოველივე უფრო იმას ჰგავს რომ ადამიანი იღებს სულიერ გამოცდილებას. თუმცა ამის არც დადასტურება და არც უარყოფა ჯერ არ შეგვიძლია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წავიკითხოთ სხვისი ისტორიები და ჩამოვაყალიბოთ საკუთარი დასკვნები.